ჰოლივუდში ჯერ კიდევ შარშან გავრცელდა ხმები, რომ ვარსკვლავი მეხსიერებას კარგავდა. მაშინ კოლეგები ამბობდნენ, რომ ბრიუსი ბოლო პერიოდში "ყურით" მუშაობდა - ტექსტს სუფლიორი კარნახობდა. თუმცა მალევე გაირკვა, რომ "კერკეტი კაკალი" მართლაც ცუდად არის და არა მხოლოდ კარიერის შეწყვიტა, მისი მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება.
ოჯახმა 2022 წლის მარტში ამცნო საზოგადოებას, რომ ბრიუსმა მსახიობის კარიერა დაასრულა. მიზეზად თავდაპირველად დემენცია სახელდებოდა, მოგვიანებით კი უფრო ზუსტი დიაგნოზის სახელწოდება გაისმა - აფაზია. ეს არის აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანი სრულიად კარგავს მეტყველებას და ხშირად, ვერ აღიქვამს სხვა ადამიანების საუბარსაც. "კერკეტი კაკალი" ნელ-ნელა ვეღარ იგებს, რას ეუბნებიან სხვა ადამიანები, ძალიან ძნელად კითხულობს დაწერილ ტექსტს.
უილისის ახლო მეგობარმა სილვესტერ სტალონემ ერთ-ერთმა პირველმა გააკეთა კომენტარი ამ ამბავზე: "ბრიუსს ძალიან, ძალიან რთული ეტაპი აქვს. მასთან კარგა ხანს არ იყო კონტაქტი და ამის გაცნობიერება ძალიან მთრგუნავს. ეს ძალიან სევდიანია".
კარიერის დასრულებაზე მეტად იმ ამბავმა შეძრა უილისის გულშემატკივარი, რომ მას სრული პარალიზება ემუქრება.
მისმა ქალიშვილმა პირველი ქორწინებიდან - დემი მურთან, ტალულა უილისმა ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. ბრიუსი ტალულასა და მეორე ცოლ ემა ჰემინგთან ერთად არის ფოტოებზე. ერთ-ერთ ფოტოზე ემას ხელს არ უშვებს და ახალგაზრდა ლამაზი ცოლიც, რომელმაც კიდევ ორი შვილი გაუჩინა უილისს, მის გვერდით არის ამ მძიმე პეროდში.
67 წლის მსახიობი მკურნალობის კურსს გადის, თუმცა პროგნოზები ცუდია. აფაზია განუკურნებელი დაავადებაა და ბოლო სტადიებში ძალიან სწრაფად ვითარდება. თერაპიას შეუძლია, ცოტათი გაახანგრძლივოს სიცოცხლე, თუმცა გამოჯანმრთელება არ შეუძლია.
სამსახიობო კარიერა და პოპულარობა არც ისე მარტივად მისაღწევი ყოფილა ბრიუსისთვის. მისი ბიოგრაფია ეპიზოდური როლებით დაიწყო, სატელევიზიო დადგმებით და რეკლამებით. დიდება კი მოუტანა სერიალმა "დეტექტიური სააგენტო "მთვარის შუქი", რომელსაც "კერკეტი კაკალი" მოჰყვა.
მსახიობი 1955 წლის 19 მარტს დაიბადა გერმანიაში, გერმანელი დედისა და ამერიკელი მამის ოჯახში, რომელიც გერმანიაში მსახურობდა. ბრიუსს სამი უმცროსი და-ძმა ჰყავდა.9 წლამდე ენაბორძიკობა ტანჯავდა და სწორედ მისგან გასათავისუფლებლად დაიწყო მსახიობობა - აღმოაჩინა, რომ როცა სცენაზე იდგა, ჩვეულებრივ საუბრობდა.
1987 წელს გაიცნო მსახიობი დემი მური, რომელთანაც სამი ქალიშვილი ეყოლა. წყვილი 11-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა ერთმანეთს.
განქორწინების შემდეგ 10 წელი ტკბებოდა თავისუფლებით, 2009 წელს კი მოდელ ემა ჰემინგზე იქორწინა, რომელიც მასზე 23 წლით არის უმცროსი.ბრიუსი უფროს ქალიშვილებთან და მეორე ცოლ-შვილთან ერთად
ემასთან მსახიობს ორი ქალიშვილი ეყოლა.