ალბათ, ბევრ ჩვენგანს არაერთხელ დაუკარგავს პატარა ნივთი და სხვა უამრავ საგანს შორის მისი პოვნა გაძნელებია. თუმცა, ეს თავსატეხი, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ, ბევრი ადამიანისათვის რთული გამოწვევა აღმოჩნდა. იგი უნგრელმა კარიკატურისტმა შექმნა და ნახატი ადამიანებში მხედველობის, დაკვირვებულობისა და სისხარტის შემოწმებას ისახავს მიზნად. წესები მარტივია: სურათზე ხედავთ უამრავ კატას. მათ შორის კი ორი კურდღელიცაა, რომლებიც კარგადა არიან დამალული. თქვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე აღმოაჩინოთ.
თუ შესრულება განსაკუთრებით გაგიჭირდათ, მაშინ ერთ მინიშნებას მოგცემთ. აქცენტი ცხოველის ყურებზე გააკეთეთ.
ახლა კი სწორი პასუხი შეამოწმეთ: