ბლოგერი თამაზ ლოხიშვილი, რომლის სახალისო ვიდეოებს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, ერთ-ერთი პოპულარული შოუს მონაწილეა და სწორედ ამ შოუში მიმდინარე მოვლენების გამოხმაურებაა მისი პოსტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სადაც ის საუბრობს ემიგრაციაში მყოფ ოჯახის წევრებზე:
"პოსტების წერა არ მომწონს, მაგრამ ჩავთვალე საჭიროდ გამომეხატა ჩემი ემოცია განვითარებულ მოვლენებზე.
ძალიან სამწუხაროა როცა ადამიანები ბოროტად იყენებენ სხვა ადამიანებს და მით უმეტეს მათ კეთილად ნათქვამ სიტყვებს ისე აბუქებენ, რომ საზოგადოებაში გააჩინონ სიძულვილი. არამც და არამც არ მიმიყენებია შეურაცხყოფა ემიგრანტებისთვის, მით უმეტეს სიტყვა "უჭკუო” ჩემს აზროვნებაში არ გამივლია, არათუ მეკადრებია ადამიანებისთვის, რომელ ადამიანებს ჩემთვის გმირის წოდება აქვს. დედაჩემი, ჩემი ძმა ემიგრაციაში არიან და პირველ რიგში მათ არ მივაყენებდი შეურაცხყოფას, ზუსტად ვიცი ემიგრანტის როლი და გმირობა, ისიც ზუსტად ვიცი, რა გრძნობაა როცა შენი ძვირფასი ადამიანები ემიგრაციაშია.
მე ის აღვნიშნე, რომ ისედაც ამდენ ჭირვარამნახულ ადამიანებს, მოუწოდონ ფანკლუბებში, თანხები ურიცხონ, როცა თითო თეთრს აგროვებენ, რომ აქ ოჯახი შეინახონ, არასწორია და გამარჯვებისთვის მიმართო მსგავს ქმედებებს, ეს გავაპროტესტე. ის ცალკე თემაა, რომ ვისაც როგორ უნდა ისე დაუჭერს მხარს და არავის არჩევანში არ ვერევი. მე რომ ასე მლანძღავენ ამ ადამიანის გულშემატკივრები, ეხებიან ჩემს ძვირფასს და ამორალური სიტყვებით მიხსენიებენ, მათგან და მთქმელისგან მაინტერესებს, ის მოსაწონი იყო, როცა აღნიშნა, 17 წლიდან ვმუშაობ, რომ დედაჩემი ემიგრაციაში არ წასულიყოო. მეც და ბევრი ჩემს მსგავსად 17 წლიდან ვმუშაობთ საქართველოს ფარგლებ გარეთაც. საჭიროება და პრობლემა როცა დგება ოჯახში, დგება ყველაზე ცუდი პერიოდი, როცა ოჯახის წევრი მიდის ემიგრაციაში. მათ შვილებს, ვინც ემიგრაციაშია, ამით ჭკუას არიგებს? უკეთესი გამოჰყავს თავი, თუ რა უნდა, ვერ გავიგე, მაგრამ, ერთს ვიტყვი, უმიზეზოდ არავის არასდროს არ ვსაყვედურობ და სიტყვებს ტყუილად ჰაერში, უსამართლოდ არ ვისვრი. ჩემი ყოველი ქმედება არის პასუხი არასწორი ქმედებებისთვის…"