ცხენისა და ვირის ხორცის რეალიზაციის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს - ნაპოვნია ათეულობით ცხენი, რომელთა დაკვლასაც საახალწლოდ გეგმავდნენ - მშობლები

ცხენისა და ვირის ხორცის რეალიზაციის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს - ნაპოვნია ათეულობით ცხენი, რომელთა დაკვლასაც საახალწლოდ გეგმავდნენ

2022-12-23 12:03:13+04:00

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

როგორც საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ცხოველთა სასაკლაო კუსტარულად ჰქონდათ მოწყობილი, სადაც შესაბამისი ნებართვის გარეშე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულებელყოფით, ცხენისა და ვირის ხორცის დამუშავებას ახორციელებდნენ, რომლის რეალიზაციასაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბაზარში არსებული სავაჭრო ობიექტიდან საქონლის ხორცის სახით ახდენდნენ. განაგრძეთ კითხვა