მომღერალმა ლელა წურწუმიამ თავისი ქალიშვილის - მარიკოს ფოტოები გამოაქვეყნა. "მგონი, ამ ფოტოში ძალიან მგავს მარიკო", - წერს ლელა.
მარიკო მამულაშვილი, რომელიც წელს სტუდენტი გახდა, მართლაც ძალიან ჰგავს დედას. გოგონა სამხატვრო აკადემიაში სწავლობს და მისი სამომავლო პროფესია ჯერჯერობით არ უკავშირდება შოუბიზნესს, რომელშიც დედის გარდა, პროდიუსერი მამაც საქმიანობს - კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა.