თუ ამ 4 თავსატეხს სწორად უპასუხებთ, ესე იგი თქვენი ტვინი შესანიშნავად მუშაობს და ლოგიკურად აზროვნების უნარიც მაღალ დონეზე გაქვთ განვითარებული - მშობლები

თუ ამ 4 თავსატეხს სწორად უპასუხებთ, ესე იგი თქვენი ტვინი შესანიშნავად მუშაობს და ლოგიკურად აზროვნების უნარიც მაღალ დონეზე გაქვთ განვითარებული

2023-01-02 12:06:21+04:00

ლოგიკური თავსატეხები ტვინის მუშაობისა და გააქტიურებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ხანდახან გაქვთ განცდა, რომ ფიქრი გიჭირთ და გარკვეულ მოვლენებს შორის ლოგიკურ კავშირებს ვეღარ ხედავთ, მაშინ მსგავსი ტიპის აქტივობის შესრულება ძალიან დაგეხმარებათ და მალევე იგრძნობთ, რომ თქვენი მეხსიერებისა და აზროვნების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა. დღეს 4 თავსატეხს შემოგთავაზებთ. კარგად დაფიქრდით და შეეცადეთ, სწორად უპასუხოთ. ხოლო, თუ მაინც გაგიჭირდებათ სწორი პასუხის გამოცნობა, მაშინ სტატიის ბოლოს შეამოწმეთ:

გამოცანა 1

რის აწევას ვერ შევძლებთ ვერასდროს მიწიდან?

გამოცანა 2

ეს რაღაც ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ სხვა ადამიანები უფრო ხშირად იყენებენ მას - რა არის?

გამოცანა 3

რომელი ბორბალი არ ტრიალებს მარჯვნივ მოხვევისას?

გამოცანა 4

ის ყოველთვის იზრდება და არასოდეს მცირდება - რა არის?

სწორი პასუხები:

1. მიწიდან ჩრდილის აწევა შეუძლებელია.

2. ეს არის თქვენი სახელი, რადგან სხვები ხშირად იყენებენ მას, როდესაც თქვენ მიმართავენ.

3. სათადარიგო ბორბალი.

4. ასაკი.