ლამაზი ღიმილის საიდუმლო, რომელსაც თანამედროვე ორთოპედია გვთავაზობს - მშობლები

ლამაზი ღიმილის საიდუმლო, რომელსაც თანამედროვე ორთოპედია გვთავაზობს

2023-01-06 16:10:55+04:00

ჯანმრთელი პირის ღრუ და ლამაზი კბილები - ეს ერთ-ერთია, რაც გეხმარებათ თავი თავდაჯერებულად იგრძნოთ. თვალისმომჭრელ ღიმილს თეთრი და ლამაზი კბილებით ხშირად „ჰოლივუდურ ღიმილად“ მოიხსენიებენ ხოლმე. მის მისაღწევად კი უმოკლესი გზა კბილების ვინირებაა. Blits Dental Clinic-ში განმარტავენ, რომ თანამედროვე ორთოპედია ვინირების მეთოდს ესთეტიკური მხარის გაუმჯობესებასთან ერთად ყბა-კბილთა სისტემის ფუნქციური პრობლემების მოსაგვარებლად იყენებს.

ვინირების საშუალებით უმჯობესდება კბილის ფორმა, ფერი, რკალში კბილთა დგომა. მისი საშუალებით პაციენტი მოკლე დროში აგვარებს კლინიკურ ორთოპედიულ პრობლემას, როგორიცაა ღეჭვის ფუნქციის შესუსტება, ტკივილი ყბის სახსარში და ამავდროულად, საშუალება აქვს, ხანგრძლივად დატკბეს უნაკლო ღიმილით. ვინირები საშუალებას იძლევა, რომ კბილის ბუნებრივ ქსოვილი დავიცვათ არასასურველი და მავნე ფაქტორებისგან. ეს შეიძლება იყოს: ბრუქსიზმი (კბილების კრაჭუნი), დიდი რაოდენობით თამბაქო, პიგმენტური საკვები, ყავა და ა. შ.

კერამიკული ვინირების გაკეთება შემდეგი შემთხვევების დროს არის რეკომენდებული:

  • როდესაც გვაქვს კბილთა ცვეთა - ეს შეიძლება იყოს როგორც ფიზიოლოგიური, ისე პათოლოგიური ცვეთა. კბილების ფიზიოლოგიური ცვეთა ასაკის მატებასთან ერთად იწყება. ამ დროს ხდება კბილის სიგრძის დამოკლება, ასევე აღინიშნება ფუნქციური ცვლილებები. პათოლოგიური ცვეთა ეწოდება კბილის მაგარი ქსოვილების პროგრესულ განლევას, რის გამოც კბილები მნიშვნელოვნად იცვლიან ფორმას და თანდათან წყვეტენ ნორმალურ ფუნქციონირებას.
  • როდესაც კბილთა რკალის სიმეტრია დარღვეულია - ბევრს აქვს არათანაბარი ზომისა და ფორმის კბილები, რაც მათ ვიზუალურ დისკომფორტს უქმნის. ამ დროს ხდება არასწორად მდგომი კბილების პრეპარირება ანუ გაქლიბვა. გამოთავისუფლებული სივრცეების ხარჯზე კი ვინირების საშუალებით კბილთა დგომის ჩასწორება ხდება. ფირფიტების საშუალებით ხდება კბილის ფორმისა და ზომის ცვლილება, ასევე ივსება ცარიელი სივრცეები კბილებს შორის.
  • როდესაც კბილს დაკარგული აქვს ბუნებრივი სიპრიალე და სითეთრე - ამ დროს მხოლოდ ესთეტიკური პრობლემების მოგვარება ხდება, თუმცა თეთრი და პრიალა კბილები ადამიანის თავდაჯერებულობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.

319154191-1340613613407115-3384617601031267373-n-1673007356.jpg

თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიით დამზადებული ვინირების დროს კბილის ბუნებრივი ქსოვილის დიდი რაოდენობით პრეპარირება (დაქლიბვა) არ ხდება. თავად კერამიკურლი ვინირი გახლავთ 0.2-0.5 სმ სისქის ფაიფურის ფირფიტა, რომლითაც კბილის გარეთა ზედაპირი იფარება. ბევრს ჰგონია, რომ მათი გაკეთება მხოლოდ წინა კბილებზეა შესაძლებელი. სინამდვილეში კი ვინირების ფიქსაცია შესაძლებელია როგორც ზედა, ასევე ქვედა ყბის საჭრელებზე, ეშვებსა და პრემოლარებზე.

არსებობს სხვადასხვა ტიპის ვინირები. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ვინირ 360. მასა და კლასიკურ ვინირს შორის განსხვავება ის არის, რომ ვინირ 360-ის შემთხვევაში თხელი ფაიფურის ფირფიტებით კბილის მთელი ზედაპირის დაფარვა ხდება, კლასიკური ვინირის შემთხვევაში კი მხოლოდ კბილის წინა მხარის.

ასევე არსებობს კომპოზიტური ვინირებიც, რომლებიც ბჟენით მზადდება, თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ კომპოზიციური კერამიკულისგან განსხვავებით კარგავს სიპრიალეს და მარტივად იცვლის ფერს.

კერამიკული ვინირების გაკეთება 18 წლიდან ანუ თანკბილვის პროცესის დასრულებისთანავე არის შესაძლებელი. ვინირების გაკეთება შეუძლია ყველას, ვისაც კბილებზე არსებული ხარვეზების კორექცია ან კბილთა რკალში არსებული ანომალიების მკურნალობა სურს.

საუკეთესო შედეგის მისაღებად აუცილებელია ვინირები გაიკეთოთ კლინიკაში, რომელიც სრულად თანამედროვე ციფრული სისტემითა და აპარატურით მუშაობს. ასეთია CEREC AC სისტემა, რომელიც ექიმებს შესაძლებლობას აძლევს შექმნან კბილის კონსტრუქცია და დავამზადოთ ბიოთავსებადი, ბუნებრივი კბილების სტრუქტურასთან მაქსიმალურად მიახლოებული რესტავრანტები.

კერამიკული ვინირებით ჰოლივუდური ღიმილი ხანგრძლივად რომ შეინარჩუნოთ, მნიშვნელოვანია ყოველ 6 თვეში ერთხელ მიმართოთ სტომატოლოგს წმენდისა და გეგმური დაკვირვებისთვის. ასევე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციები, რომლებიც კვების წესებსა და ჩვევებს უკავშირდება.