მათემატიკის ან ინგლისური ენის გაკვეთილებზე ყველაფერი არ ისწავლება, მაგრამ აუცილებელია ბავშვმა მათ შესახებ იცოდეს. სწორედ მათი დახმარებით იზრდებიან კარგი და რაც მთავარია, ბედნიერი ადამიანები. აი, რა უნდა ასწავლოთ თქვენს შვილებს აუცილებლად და ეს ყველაფერი მათ ოჯახში უნდა შეითვისონ.
შეიძლება არაფრისმომცემად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს შთაგონება მუშაობს: იმისთვის, რომ გიყვარდეთ და სხვებიც შეიყვაროთ, ჯერ უნდა გიყვარდეთ და მიიღოთ საკუთარი თავი. დაეხმარეთ თქვენს შვილს და ოჯახის სხვა წევრებს საკუთარ თავში იპოვონ ისეთი რამ, რის გამოც საკუთარი თავის პატივისცემასა და სიყვარულში ეჭვი არ შეეპარებათ. მაგალითად, შეგიძლიათ ყოველ საღამოს საერთო სუფრაზე ერთმანეთს გაუზიაროთ ის, რაც მოგწონთ საკუთარ თავში. შეიძლება თავიდან ადვილი არ იყოს, მაგრამ შეეჩვევით და სახალისოც მოგეჩვენებათ.
სხვა ადამიანების მიმართ კეთილგანწყობა, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა ისინი, ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა. ჩვეულებრივ ეს თანდაყოლილია, მაგრამ მაშინაც კი, თუ თქვენს შვილს ან თქვენ თავად გაკლიათ ეს თვისება, შეეცადეთ იპოვოთ და გააძლიეროთ ეს თქვენს თავშიც და თქვენს შვილშიც.
თუ ბავშვი ხედავს, რომ ოჯახის წევრები მას და ერთმანეთს თანაბრად სამართლიანად ექცევიან, ის ამ დამოკიდებულებას სათამაშო მოედანზეც გამოამჟღავნებს, სკოლაშიც და ზრდასრულ ცხოვრებაშიც.
ცხოვრება არაპროგნოზირებადია და ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ მის სიურპრიზებთან გასამკლავებლად. ამიტომ, გეგმები რომ ყოვეთვის მოქნილად აუწყოთ თავს დამტყდარ ცვლილებებს, სულით არ უნდა დაეცეთ და ნებისმიერ გარემოებებთან ადაპტაცია უნდა შეძლოთ. აი, ეს არის მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც თქვენს შვილს აუცილებლად დასჭირდება.
პირადი მაგალითი საუკეთესო საშუალებაა ბავშვებს ვაჩვენოთ, რომ პასუხისმგებლობის აღების და ტარების უნარი მნიშვნელოვანია. ოჯახის თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს საკუთარი „კონტროლირებადი ტერიტორია“, რაზეც პასუხისმგებელია. და თუ ბავშვებს ესმით, რომ ისინი უფროსების მსგავსად პასუხისმგებელნი არიან თავიანთი მოვალეობების შესრულებაზე, ცხოვრებისადმი ეს დამოკიდებულება მათ სამუდამოდ დარჩება.
იგივე ეხება პატიოსნებას - ოჯახში ყველა უნდა იყოს გულწრფელი ერთმანეთთან. იმისთვის, რომ პატიოსნება ნამდვილ ოჯახური ღირებულებად იქცეს, ბავშვმა მშობლები ტყუილში არ უნდა "გამოიჭირონ", რაც ასე ხშირად ხოლმე.
ოჯახში პატივისცემა ორმხრივი უნდა იყოს – მშობლები შვილებს პატივისცემით, ადამიანური ღირსებით უნდა მოეპყრონ და შვილებიც ასე უნდა მოექცნენ მშობლებს. მაშინ ეს დამოკიდებულება გასცდება ოჯახს და გარშემომყოფებზეც გავრცელდება.
ოჯახის თითოეულმა წევრმა პატივი უნდა სცეს სხვების პირად საზღვრებს, მიუხედავად მათი ასაკისა და სტატუსისა.თუ ვინმეს სურს მარტო ყოფნა ან უარს იტყვის ჩახუტებაზე, ასეთი სურვილი უნდა მოისმინოთ და მიიღოთ.
მაშინაც კი, თუ ბავშვები იზრდებიან, შეეცადეთ კვირაში ერთხელ ერთად ისადილოთ, ისაუბროთ, ითამაშოთ სამაგიდო თამაშები ან წახვიდეთ სადმე ერთად. ასეთი ტრადიცია გაძლევს განცდას, რომ მარტო არ ხარ, რომ გაქვს ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი – ოჯახი.