რა უნდა წაიღოთ ბაკურიანში ან სხვა თოვლიან კურორტზე - რჩევები მშობლებს - მშობლები

რა უნდა წაიღოთ ბაკურიანში ან სხვა თოვლიან კურორტზე - რჩევები მშობლებს

2023-01-08 14:17:15+04:00

თუ ბავშვი პირველად მიგყავთ თოვლიან კურორტზე, ბარგის ჩალაგებისას ალბათ კითხვები გიჩნდებათ - რა უნდა წაიღოთ აუცილებლად თან. ამ საკითხში გამოცდილი მშობლების რჩევები შევკრიბეთ და წარმოგიდგენთ იმ ნივთების სიას, რომლებიც ბაკურიანში ან სხვა თოვლიან კურორტზე წასვლისას უნდა წაიღოთ.

  • წყალგაუმტარი ტანსაცმელი. შეიძლება ეს ერთიანი კომბინიზონიც იყოს და ცალკე შარვალი ქურთუკით. რა თქმა უნდა, რაც უფრო დათბილული და კარგი ხარისხის იქნება, მით უკეთესი. ასეთი სამოსი 2 წყვილი მაინც დაგჭირდებათ, რადგან რომც არ დასველდეს, თამაშისას მაინც ისვრება და გამოსაცვლელი საჭიროა.
  • თუ კომბინიზონი ძალიან თბილია, მის ქვეშ რეოტუზის ჩასმაც საკმარისი იქნება, მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ არც ისე თბილია თოვლში სათამაშოდ, მაშინ თბილი შარვლებიც წაიღეთ.
  • ხელთათმანები 2-3 წყვილი. თუ წყალგამძლე იქნება, უკეთესია.
  • თბილი წინდები
  • თბილი წყალგაუმტარი ფეხსაცმელი 2 წყვილი მაინც, რომელიც წინასწარ დარწმუნდით, რომ თოვლზე არ ცურავს.
  • სათხილამურე სათვალე ციგაზე სრიალის დროსაც გამოგადგებათ
  • ქუდი ასევე 2-3 ცალი, რადგან ისიც სველდება და რეში ერთი ქუდი არ გეყოფათ.
  • კაშნეც საჭიროა, თუმცა უფრო პრაქტიკულია ქუდები, რომლებსაც კაშნესავით შესაკრავები აქვს.
  • თბილი ტანსაცმელი საჭიროა, თუმცა ბევრად პრაქტიკულია თერმო ტანსაცმელი, რომელიც ფიზიკურად თხლია, თუმცა ძალიან თბილი. ბავშვი გაჭედილი ჩაფუთნული არ იქნება და თავისუფლად იმოძრავებს.
  • წამლები - სიცხის დამწევი, გაზების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო, ჭრილობის დასამუშავებელი, დიარეის საწინააღმდეგო.
  • მზის დამცავი კრემი, ასევე მალამო, რომელიც სიცივის საწინააღმდეგოდ გამოიყენება, ასევე ტუჩის ბალზამი.
  • სათამაშოები, რომლითაც შინ ყოფნისას გაერთობა. ვედრითა და ნიჩბით პატარები თოვლში ძალიან კარგად ერთობიან.

შეგიძლიათ თქვენი გამოცდილი რჩევები კომენტარებში შემოგვთავაზოთ.

თოვლი წმენდს ჰაერს და მტვრის ნაწილაკებს, მეტალებსა თუ ორგანიზმისთვის სახიფათო ელემენტებს აცილებს მას - ივანე ჩხაიძე თოვლის სარგებლობასა და ტყიან სოფლებზე
თუ გგონიათ, რომ თოვლიან კურორტებზე გრიპის ვირუსს ვერ იპოვით, სულ ტყუილად - თამარ ობგაიძის რჩევები ზამთრის კურორტთან დაკავშირებით