"ძლივს გადაურჩა დახრჩობას" - მშობლებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც გადასაფარებელში გახლართული ჩვილი გადარჩენისთვის იბრძვის - მშობლები

"ძლივს გადაურჩა დახრჩობას" - მშობლებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც გადასაფარებელში გახლართული ჩვილი გადარჩენისთვის იბრძვის

2023-01-18 09:47:14+04:00

ინტერნეტში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელიც ამტკიცებს, რომ ბავშვის საწოლში საბნები და ბალიშები საშიშია

პედიატრები დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ ბავშვის დასაძინებელ სივრცეს სწორად ორგანიზება სჭირდება. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ბალიშის გამოყენებაზე უარი ვთქვათ. აღმოჩნდა, რომ არც გადასაფარებელია უსაფრთხო. ეს რეკომენდაციები ბევრ მშობელს აბნევს. როგორ დაიძინებს ბავშვი ბალიშის და საბნის გარეშე? მზრუნველი მშობლები წუხან, მაგრამ ბავშვის საწოლში დამატებითი ნივთების არსებობა სერიოზულ რისკებს მოიცავს. ინტერნეტში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ჩვილი ძლივს გადაურჩა გაგუდვას. ვიდეო ნათლად აჩვენებს, თუ რატომ არის საშიში საწოლში ბალიშებისა და ფუმფულა სათამაშოების, ასევე პლედის არსებობა. ერთ-ერთ ოჯახში მშობლებმა მძინარე ბავშვი საწოლში დატოვეს და ყველაფერი, რაც საძინებელში მოხდა, კამერაზე გადაიღეს.

ბავშვმა, რომელიც ჯერ ერთი წლისაც არ არის, ძილში დაიწყო ტრიალი და საბანში აიხლართა. პატარა თავის გათავისუფლებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და კიდევ უფრო გაიხლართა გადასაფარებელში, რომელიც თავზეც შემოეხვია. ბავშვმა ტირილი დაიწყო. დედამ ხმა გაიგო და საშველად მოვიდა.

გადასაფარებლები, პლედები საშიშია, რადგან მათგან გაგუდვის საფრთხე არსებობს, ან ბავშვი შეიძლება გაიჭედოს მათში და საკუთარი თავის გათავისუფლების მცდელობისას დაშავდეს.

აბა, რა უნდა დავაფაროთ ბავშვს ძილისას?

კარგი გამოსავალია საბან-კომბინეზონები ელვა შესაკრავებით, ზამთარში კი შედარებით მძიმე საბნები, რომლის ახლართვას ბავსვი ვერ შეძლებს.

რაც შეეხება ბალიშებს, საერტოდ არ არის საჭირო ბალიშები ჩვილებისთვის. ძილში ისინი მუცელზე ტრიალდებიან, ამ დროს შეიძლება ცხვირი ბალიშში ჩარგონ, რაც მათ სუნთქვას შეაფერხებს. ამ დროს თავს ვერ უშველის, რადგან არ იცის, როგორ გადმობრუნდეს. ასევე არსებობს ღებინების დროს დახრჩობის რისკიც.

ჯანმრთელი ჩვილი მოულოდნელად, ძილში გარდაიცვალა. დედა კი 30 წელი ეძებდა მიზეზს... და იპოვა
რა მნიშვნელობა აქვს კარგ და ცუდ სიზმარს და როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი ძილში კრთის ან საუბრობს
რა დროს უნდა დააძინოთ ბავშვი, რა უშლის ხელს ჯანსაღ ძილში და რა გავლენას ახდენს გამოუძინებლობა ადამიანზე - სპეციალისტების პასუხები
დამტკიცებულია! ბავშვი ძილში იზრდება