სოციალური ქსელის ვარსკვლავს, სამი შვილის დედას თი მაჭავარიანს ჯვრისწერა აქვს. მისი საქმრო დავით გაფრინდაშვილია, დიჯეი და ანიმატორი, რომელიც სოციალურ ქსელში ასევე პოპულარობით სარგებლობს მეტსახელით ბზიკო. საქმე ისაა, რომ წყვილს ჯვრისწერამდე დიდი სანერვიულო გაუჩნდა. ამის შესახებ თიმ ინსტაგრამის გამომწერებს უამბო.
როგორც აღმოჩნდა, ცერემონიამდე ერთი დღით ადრე თიმ ავტორუჯი, ე.წ. კანის დაფერვის პროცედურა ჩაიტარა. ცოტა ხანში კი კაბის მოზომვა სცადა ისე, რომ არც გახსენებია დაფერილი კანი. რა თქმა უნდა, კაბა დაისვარა და ცერემონიისთვის სრულიად შეუფერებელი გახდა.
"ვტიროდი სახეჩამოხოკილი, მთელი დაფერვა ჩამოსული იყო", - ამბობს თი.
როგორ მოაგვარეს ჯვრისწერამდე სულ რამდენიმე საათით ადრე ეს პრობლემა, თი ამის შესახებ თავად ყვება.
თუმცა საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და თი და მისი რჩეული დაქორწინდნენ. ცერემონიას 13 ადამიანი დაესწრო.
სოციალურ ქსელში თი წერს:
"ყველა ქალს აქვს უფლება, იყოს ბედნიერი! ზოგისთვის პირადი ურთიერთობა მნიშვნელოვანია, ზოგს შეუძლია, ურთიერთობის გარეშეც იყოს ბედნიერი. მე პირველ კატეგორიას მივეკუთვნები… არ შემიძლია მარტო ყოფნა, ისედაც საშინლად დეპრესიული ვარ და მარტო ჰო საერთოდ ჯოჯოხეთია ჩემთვის... სასიხარულოა, თუ ცხოვრების პირველი ურთიერთობა გაბედნიერებს და თავს ყველანაირად კარგად გრძნობ.. ზოგს ასე არ უმართლებს და იმის გამო, რომ საზოგადოებამ არ გააკრიტიკოს, ოჯახმა არ უარჰყოს და მეზობლებმა არ გაჭორონ, ცხოვრების ბოლომდე იმ პირველთან რჩებიან და ვერ განიცდიან ბედნიერებას... იმ ერთი, სწორი, შენთვის შესაფერისი პარტნიორის ძიებაში კი ნაცნობებისგან თუ უცნობებისგან, ძალიან არასასიამოვნო იარლიყები გვეკერება... ამის შიშში ცხოვრობს ძალიან ბევრი, მით უმეტეს კი მაშინ, თუ დედაა... მე ვიპოვე ადამიანი, რომელთანაც თავს მშვიდად და დაცულად ვგრძნობ.. რომელიც, წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამდენს აკეთებს იმისთვის, რომ მე მოწყენილი სახე აღარ მქონდეს აღარასდროს... ხედავდა, ძალიან კარგად ხედავდა ბოლო სამი წლის განმავლობაში თის და რომ მიხვდა, რომ უკვე საკმარისზე მეტი ნახა, დამისვა და მითხრა, რომ აღარ უნდოდა ჩემი უბედური, ცრემლიანი სახის დანახვა..
ალბათ მეასედსაც ვერ გადმოვცემ, თუ რამდენს ცდილობს, რომ ყოველდღიურად განვითარდეს, ფეხი ამიწყოს, მაგრძნობინოს, რომ ჩემი ნაწილია... და ეს ყველაფერი მატერიალური არ არის... ჩემი გულია, ჩემი სული და ჩემი გონება... მსგავსი შეგრძნებები მე არასდროს, არავისთან განმიცდია და ვიცი, რომ ყველაფერს ვიზავთ იმისთვის რომ ეს არ დავკარგოთ, შევინარჩუნოთ და გავზარდოთ!
ამ გრძნობას სიყვარული არ ჰქვია მხოლოდ, ამ გრძნობის შესაფერისი სიტყვა არ არსებობს და მინდა ყველა ქალს ვუსურვო მისი განცდა. როდესაც არ გეშინია, როდესაც მშვიდად ხარ, როდესაც გეიმედება, როდესაც არაამქვეყნიურად ზრუნავს და შენთვის არსებობს, როდესაც ყველაფერზეა შენთვის წამსვლელი და დამთმობი... როდესაც თვითშეფასებას კი არ გიმდაბლებს და გაკომპლექსებს, არამედ პირიქით! თავს ყველაზე ლამაზ, მომხიბვლელ და მიმზიდველ ქალად გაგრძნობინებს! როდესაც დარწმუნებული ხარ და ენდობი. რომ შენს იქით არავინ და არაფერი აინტერესებს.. როდესაც გარწმუნებს, რომ ის შენია და შენ მისი... როდესაც შენით თენდება და შენით ღამდება და თვითონ არის ამით უბედნიერესი კაცი! როდესაც კაცია!
მიყვარხარ და კიდევ უფრო მეტი დათუნა/ მადლობა შენ ამ ყველაფრისთვის. საუკეთესო ქალი და ცოლი ვიქნები შენთვის:".