ოპტიკური ილუზია: როგორც წესი, ამ ფოტოზე ადამიანები 5 სახეს ხედავენ, თუმცა აქ გაცილებით მეტია - ტესტი, რომელიც თქვენს აზროვნებასა და ინტელექტს შეამოწმებს - მშობლები

ოპტიკური ილუზია: როგორც წესი, ამ ფოტოზე ადამიანები 5 სახეს ხედავენ, თუმცა აქ გაცილებით მეტია - ტესტი, რომელიც თქვენს აზროვნებასა და ინტელექტს შეამოწმებს

2023-01-25 13:22:51+04:00

კვლევების თანახმად, მოცემულ ოპტიკურ ილუზიას ადამიანების თითქმის 90% არასწორად პასუხობს. მხოლოდ მაღალი სააზროვნო უნარების მქონე პირებს შეუძლიათ, ფოტოზე 5-ზე მეტი სახე დაინახონ.

აღნიშნული ოპტიკური ილუზია ლივერპულის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების ლექტორმა, ბენ ემბრიჯმა მოიფიქრა. ის ამ გზით ადამიანის ინტელექტის დონის დადგენას ცდილობდა. ამ ტესტის სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ სახეების პარალელურად, ტოტები, ფოთლები, ხეები იმდენად დამაბნევლად შემოდის, რომ აღქმასა და კონცენტრაციას აფერხებს.

გახსოვდეთ, რომ ყოველთვის, როდესაც ოპტიკურ ილუზიასთან გვაქვს საქმე, ბევრი რამ ისეა დამალული, რომ თუ სტანდარტულ ხედვასა და მიდგომას არ შევცვლით, სწორ პასუხამდე ვერ მივალთ.

1-1674638718.jpg

სპეციალისტების თქმით, მსგავსი ტესტები მეხსიერების გაუმჯობესებასა და გონების გააქტიურებას იწვევს. მოცემულ ოპტიკურ ილუზიაში კი თქვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე, 5 სახეზე მეტი იპოვოთ. ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს, ტესტს ყველა ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს. ამიტომაც, კომენტარებში გაგვიზიარეთ, რამდენი სახის აღმოჩენა შეძელით.