Trendyol-იდან თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ქალის, მამაკაცის, ბავშვის ხარისხიანი ტანსაცმელები ხელმისაწვდომ ფასად. ნივთები თქვენს მისამართზე პირდაპირ არ გამოიგზავნება, თუმცა შეგიძლიათ გამოიყენოთ გადამზიდი კომპანიები, რომლებიც გთავაზობენ საერთაშორისო მიწოდებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.საფეხურები:
გადადით www.trendyol.com- ზე. გადაიტანეთ მაუსი „Giris Yap“-ზე და "დააკლიკეთ" Uye Ol-ზე. შემდეგ "დააკლიკეთ" ქვემოთ მოცემული მარჯვენა ეკრანის სურათზე მონიშნულ ველებზე, ჩაწერეთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი და პაროლი.
ძიება განყოფილებებში. მაგალითად, თუ ეძებთ ფეცსაცმელს, მარცხნივ ნახავთ კატეგორიებს. სპორტული ფეხსაცმელი (Spor Ayakkabi), ჩვეულებრივი ფეხსაცმელი (Gunluk Ayakkabi), სანდლები და სახლის ფეხსაცმელი (Sandalet&Terlik), ჩექმები (Bot ve Cizme) და სხვა.დაამატეთ ნივთი თქვენს კალათაში. ნახეთ დეტალური ინფორმაცია თქვენ მიერ არჩეული პროდუაქტის შესახებ. თუ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ეს არის ის, რაც გსურთ, მონიშნეთ სასურველი რაოდენობა, რათა აირჩიოთ რამდენი პროდუქტი გსურთ. შემდეგ "დააკლიკეთ" კალათაში დამატებას.
შეიყვანეთ მისამართი. ახლა თქვენ უნდა შეიყვანოთ მისამართი (თურქეთის), საიდანაც მიიღებთ ნივთს უშუალოდ თქვენს ქვეყანაში.