"რამდენიმე დედა აღარ მესალმება... თავში ავარდნილი ქალი ვგონივარ... ვერ ხვდებიან, რატომ ვიპრანჭები ასე... არადა, სავარაუდოდ ყველაზე ღარიბები ვართ იმ სკოლაში" - ნუკი კოშკელიშვილის მხიარულ წამოწყებას გაგრძელება მოჰყვა - მშობლები

"რამდენიმე დედა აღარ მესალმება... თავში ავარდნილი ქალი ვგონივარ... ვერ ხვდებიან, რატომ ვიპრანჭები ასე... არადა, სავარაუდოდ ყველაზე ღარიბები ვართ იმ სკოლაში" - ნუკი კოშკელიშვილის მხიარულ წამოწყებას გაგრძელება მოჰყვა

2023-01-31 18:35:58+04:00

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ტელეწამყვანი და მოდელი ნუკი კოშკელიშვილმა ბოლო პერიოდში ერთგვარი ჩელენჯი წამოიწყო - შვილის, ოლივერის სკოლიდან გამოსაყვანად, განსაკუთრებულად იმოსება და პომპეზურად გადის სახლიდან. მსგავსი გამოსვლის ერთ-ერთი ვიდეო მისმა ქმარმაც ატვირთა ტიკ-ტოკზე და ორ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა ვიდეომ, კომენტარებში კი უწერდნენ, რომ ნუკი ნიუ-იორკის ახალი კერი ბრედშოუა.

ნუკი კოშკელიშვილის ქმრის ვიდეოს ცოლის ჩაცმულობაზე 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს - ნიუ იორკში ახალი კერი ბრედშოუ გამოჩნდა?

ნუკი კვლავ აგრძელებს თავის სახალისო წამოწყებას და თავადვე ხალისობს ამაზე. თუმცა იმასაც ამბობს, რომ ბევრმა ვერ გაიგო ეს იდეა და ბენის თქმით, რამდენიმე მშობელს ის მეტისმეტად თავში ავარდნილი გოგო ჰგონია ან ფიქრობენ, რომ სულ გადაღებებზეა. რამდენიმე მშობელი, რომელიც აქამდე ჩვეულებრივ ესალმებოდა, ახლა არ ესალმება და ნუკი დაფიქრდა, ღირს თუ არა მათი აზრის გათვალისწინება და რაიმეს შეცვლა.