ფსიქოლოგები ხშირად ამბობენ, რომ სპეციალურად შექმნილი ტესტები ადამიანებს საკუთარი უნარების ამოცნობასა და შესწავლაში მნიშვნელოვნად ეხმარება. დღეს, ერთი შეხედვით, მარტივი დავალება გვაქვს, თუმცა ის კარგად დაკვირვებასა და აზროვნებას მოითხოვს. სურათზე 10 ფიფქია გამოსახული. თუმცა, ერთ-ერთი ყველასგან განსხვავებულია. თუ თქვენ მის აღმოჩენას შეძლებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ სხარტი აზროვნება და მეხსიერება გაქვთ:
აქვე გეტყვით, რომ ფიფქები სხვადასხვა მიმართულებითაა განლაგებული და შესაძლოა, იფიქროთ, რომ ესაა განსხვავება. მაგრამ, ასე არ არის. სწორი პასუხის აღმოსაჩენად ყურადღებით დააკვირდით თითოეულ ფიფქს.
როგორც ხედავთ, თითოეულ ფიფქს შუა ნაწილში ვარსკვლავი აქვს. ერთის გარდა, ყველა შემთხვევაში ვარსკვლავი ხუთქიმიანია. თუმცა, მე-6 ფიფქში ეს ვარსკვლავი ექვსქიმიანია. დეტალი მართლაც მცირეა და შემჩნევა რთულია, თუმცა თუ თქვენ აღმოჩენა მოახერხეთ, მართლაც განვითარებული აზროვნება და ყურადღება გაქვთ.