ჰოლივუდის ვარსკვლავს, ჟან-კლოდ ვან დამს აზერბაიჯანელი რძალი ჰყავს. მსახიობის ვაჟმა 2021 წელს აზერბაიჯანელ პიანისტზე იქორწინა. უმცროსი ვან დამი, 35 წლის კრისტოფერი, მამის კვალს გაჰყვა და თავადაც მსახიობის კარიერა აქვს. გარდა ამისა, რეჟისორიცაა. რაც შეეხება მის აზერბაიჯანელ რჩეულს, ის 22 წლის სუადა ჰაჯიზადაა. კრისტოფერსა და სუადას საინტერესო სიყვარულის ისტორია აქვთ, რომელზეც აზერბაიჯანულ მედიასთან ისაუბრეს...
კრისტოფერი:- მამაჩემი აზერბაიჯანში 2000-იანი წლების დასაწყისში იმყოფებოდა, სადაც სუადას მამა გაიცნო და ძალიან მოეწონა ეს ქვეყანა. როდესაც ლოს-ანჯელესში დაბრუნდა, მითხრა, რომ იყო საოცარ და ფუტურისტულ ქვეყანაში, რომელსაც აზერბაიჯანი ჰქვია. იქ ძალიან ლამაზი ხალხი ცხოვრობს და მდიდარი კულტურა აქვთ.
მერე დაამატა, რომ მომავალში აზერბაიჯანელ გოგოზე უნდა დაქორწინდეო. იმ დროს შეყვარებული მყავდა; სერიოზულად არც მივიღე მისი სიტყვები. წლების შემდეგ სუადა "ინსტაგრამზე" გავიცანი. როდესაც გავიგე, რომ ის აზერბაიჯანიდან იყო, მაშინვე მამაჩემის რჩევა გამახსენდა. ჩვენ 4 წლის განმავლობაში გვქონდა მიმოწერა "ინსტაგრამზე" და დავმეგობრდით. რაც დრო გადიოდა, ერთმანეთი უფრო მეტად შეგვიყვარდა.
მამაჩემი "ფეისბუქზე" და სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ხშირად რთავდა ლაივებს. ერთხელ, ახალი წლის ღამეს, მამაჩემს ასი ათასი გამომწერი უყურებდა და ხედავს სუადას სახელს ეკრანზე, რომელიც ახალ წელს ულოცავს.
უცებ ხმამაღლა წაიკითხა, სუადა ჰაჯიზადე. სუადას დღემდე აქვს ეს ვიდეო შენახული. ჩვენი სიყვარულის შესახებ რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენმა ოჯახებმა გადაწყვიტეს თურქეთში შეხვედროდნენ ერთმანეთს...
- პანდემიის გამო ჩემი მშობლების აზერბაიჯანში ჩამოსვლა შეუძლებელი იყო. ჩვენი პირველი ფიზიკური შეხვედრა სტამბოლში შედგა. სამი დღის შემდეგ სტამბოლში აზერბაიჯანის გენერალურ საკონსულოში დავქორწინდით.
ჩვენი გაცნობიდან ექვსი წლის შემდეგ სუადას ბაქოში ვესტუმრე. ყველაფერი ისე ნაცნობი მეჩვენა, მის ბინაში; ვიდეოზარების დროს ყველა კუთხე მქონდა დამახსოვრებული. ასე დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია. დაუჯერებელია. ეს არის ჩვენი ბედი. ღვთის ნება. მე მგონი ყველას გწამთ ღმერთის. განაგრძეთ კითხვა