46 წლის მსახიობი, სამი შვილის დედა, რიზ უიზერსპუნი ახლახან წითელ ხალიჩაზე კვლავ უნაკლო გარეგნობით გამოჩნდა - რომანტიკული კომედიის "შენთან თუ ჩემთან" პრემიერაზე ცისფერ ვალენტინოს კოსტუმში გამოწყობილი რიზი განსაცვიფრებელი იყო. მისი მეწყვილე ეშტონ კატჩერი, რომელიც წელს 45 წლის ხდება, ასევე შესანიშნავად გამოიყურებოდა. მიუხედავად მოწიფული ასაკისა, მსახიობები კვლავ აგრძელებენ ახალგაზრდულ კომედიებში თამაშს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შესანიშნავ ფორმაში არიან.
რიზი ამჟამად განქორწინებულია და სამ შვილს მარტო ზრდის. თუმცა მაინც ახერხებს, რომ წარმატებული მსახიობი და პროდიუსერი იყოს. უიზერსპუნს სამი შვილი ჰყავს: ავა და დიკონი პირველი ქორწინებიდან, მსახიობ რაიან ფილიპთან, ხოლო უმცროსი ტენესი მეორე ქმართან, ჯიმ ტოტთან შეეძინა.
პრემიერაზე ოსკაროსანმა მსახიობმა Peopel-თან შვილებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამჟამად ძალიან გახარებულია თავისი 19 წლის ვაჟის, დიკონის წარმატებით, რომელიც პრესტიჟურ კოლეჯში სწავლობს. „ვუყურებ და ვამაყობ მისი წარმატებით. ეს ნიშნავს, რომ სწორად შევასრულე ჩემი საქმე. ძალიან ვამაყობ ჩემი შვილებით. ისინი კარგად ართმევენ ტავს მოვალეობებს და ძალიან ბედნიერი ვარ მათით“, - თქვა რიზმა.
ერთი წლის წინ კი, The View-ზე, ქერა ადვიკატმა გაიხსენა, რა წვალებით გაზარდა პირველი ქალიშვილი, ავა და რისი გადატანა უწევდა მისი აღზრდის დროს.
„დედაჩემისგან შორს ვცხოვრობდი, ის სრულ განაკვეთზე მედდად მუშაობდა და პატარა ბავშვი მარტომ გავზარდე. 23 წლის ვიყავი. არც დები მყავდა, არც კეთილი დეიდები. მარტო ვიყავი ახალ ქალაქში, ლოს-ანჯელესში და ფაქტიურად მეგობრებიც არ მყავდა. სულ ვტიროდი. არ ვიცოდი რა მექნა, როცა ბავშვი მთელი ღამე ტიროდა. ავას შვიდი თვის ასაკამდე არ ეძინა ღამე და მე უბრალოდ, არ ვიცოდი რა მექნა. მეგონა, რომ ის მუდმივად მშიერი იყო, ”- იხსენებს მსახიობი.სხვათა შორის, რიზმა არაერთხელ თქვა ინტერვიუში, რომ ნანობს ადრეულ ქორწინებას და არ ურჩევს ახალგაზრდა გოგონებს არ აჩქარდნენ, როცა საქმე ბავშვებს და ოჯახის შექმნას ეხება.
როგორც ჩანს, დედობა მისთვის ადვილი არ იყო, მაგრამ უიზერსპუნი ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდა. ღამენათევი და დეპრესიული ახალგაზრდა დედისგან, საბოლოოდ ბედნიერი დედა, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობი და პროდიუსერი გახდა.