როგორც ცნობილია, პროექტ "ვოისის" გამარჯვებული ირუ ხეჩანოვი გახდა, რომელიც საქართველოს სახელით გაემგზავრება "ევროვიზიაზე". მისი გამარჯვების შემდეგ დიდი აჟიოტაჟი ატყდა. მაყურებლის ნაწილმა, რამდენიმე მუსიკოსმა და ასევე რამდენიმე მონაწილემ პროექტი მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს და წერდნენ, რომ გამარჯვებული წინასწარ იყო განსაზღვრული და დანარჩენები ფონს ქმნიდნენ.
ამ აჟიოტაჟს ირუ ხეჩანოვის დედა, მაკა ელბაქიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საჯარო პოსტით:
"დე, მიყვარხარ ძალიან. უზომოდ მეამაყები, დე. შენ ხარ ძალიან თბილი, ტკბილი, მხიარული, სიცოცხლით სავსე, მოსიყვარულე და ერთგული ადამიანი ქვეყანაზე. შენ ხარ ნიჭიერების და წარმატების ვარსკვლავი,ზეიმი უბედნიერესები ვართ ჩვენი დიდი ოჯახი შენი გამარჯვებით და შენი სიძლიერით. ერთი წამი არ იდარდო არაფერზე. არ მოუსმინო და არც კი წაიკითხო ამდენი ბოროტი და არშემდგარი ადამიანის ნაჯღაპნი. ასეთივე ადამიანებს (კიდევ კარგი, რომ არც ისე ბევრნი არიან) არასოდეს არ უხარიათ ვინმეს წარმატება, წინსვლა, გამარჯვება ამას ცხოვრება დროდადრო უფრო დაგანახებს და შენ ეს უნდა შეძლო იმიტომ, რომ ძალიან რთული პროფესია და გზა აირჩიე. დიახ, შენ უნიჭიერესმა გოგომ, ეროვნებით სომეხმა, რომელსაც საოცარი გენი და სისხლი გაქვს, საოცარი წინაპრების შთამომავალმა, რისი ნათელი მაგალითიც შენი ბაბუა, მამა და თავად შენ ხარ - გახდი საქართველოს ხმა 2023.
გილოცავ, დეეე! ძალიან ამაყი ვართ ჩვენი დიდი ოჯახი, ჩვენი უზარმაზარი ნაცნობ-სამეგობრო!
არ შემიძლია უდიდესი მადლობა არ გადავუხადო შენს მენტორს დავით ფორჩხიძეს, ბევრი კარგი პროფესიული რჩევისთვის.
P.S. კიდევ კარგი პროექტის ბოლოს, გამარჯვების შემდეგ მაინც გამაცანი ეს ადამიანი, და - შენს უპროფესიონალეს პროდიუსერს ბავშვობიდან - გიგა კუხიანიძეს, მის სასწაულ გუნდს, მარიკა ქურდუბაძეს (დიზაინერს), მაკა დავითაიას (ვოკალის პედაგოგს), გიორგი ტორიაშვილს (ქორეოგრაფს), რომლებიც მთელი თავისი ძალებით და არსებით შენს გვერდით არიან ბავშვობიდან. ასევე იყო ამ პროექტშიც და მჯერა, რომ სულ ასეც იქნება. შენს ძალიან მაგარ მეგობარს გიორგი ბურჯანაძეს, სომხურ დიასპორას - სასწაული გააკეთეს ამ ადამიანებმა. დიდი მადლობა ევროვიზიის ფანებს, რომლებიც ასევე სულ შენს გვერდით იდგნენ და გამხნევებდნენ და შენს დიდ სამეგობროს და სანაცნობოს, რომლებიც დაუღალავად გიკომენტარებდნენ, აზიარებდნენ და გირეკავდნენ პროექტის განმავლობაში".