თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი ყოველწუთიერად იზრდება. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში 1500-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, ათასობით კი დაშავებული.
თურქეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ გაზიანთეფში, რომლის სიახლოვესაც იყო გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი, მოსახლეობამ ყველაზე მეტად იგრძნო ბიძგები და ნგრევაც ყველაზე მეტად ამ რეგიონში მოხდა.
"რხევა რომ ვიგრძენით, გვეძინა, გაგვიჭირდა გამორკვევა, შინიდან გასვლას ვერ მოვასწრებდით, ამიტომ დავრჩით და ბიძგების შეწყვეტას ველოდით. საშინელი ხმაური იყო, სახლი დამსხვრეული მინებით გაივსო“, - ჰყვება სინან შაჰანი, გაზიანთეფის მკვიდრი და აგრძელებს: - ელექტროენერგია გაითიშა, ბიძგები რომ შეწყდა, ტელეფონის ფანრების შუქზე ჩავიცვით და სასწრაფოდ გავედით სახლიდან, ჩვენი სახლი გადარჩა, მაგრამ ჩვენს სიახლოვეს ბევრს ყველაფერი გაუნადგურდა, ბევრი დაიღუპა". განაგრძეთ კითხვა