სალომე ჯაფიაშვილი პროფესიით ეკონომისტია და ამ მიმართულებით რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა როგორც თავად გვიყვება, ბევრად უფრო თავისუფალი და აქტიური საქმის ძიება სურდა და ამიტომაც სინქრონული თარგმანის სწავლა დაიწყო. დღეს ის საკუთარ საქმიანობაში ძალიან წარმატებულია, სახალისო ვიდეოებს კი, სადაც ტექსტებს ახმოვანებს და თარგმნის, უამრავი გამოხმაურება აქვს და ბევრ ადამიანს მოსწონს. სალომე საკუთარ საქმიანობაზე გვიყვება და გვიზიარებს რჩევებს, რა შეიძლება გავითვალისწინოთ სხვადასხვა უცხოური ენის შესწავლისა და ამ მიმართულებით წარმატების მიღწევის თვალსაზრისით:
- როდესაც ეკონომისტად ვმუშაობდი, უცხოელებთან რომ შეხვედრები გვქონდა, იქაც ხშირად მათარგმნინებდნენ შეხვედრებზედა სწორედ იმ პერიოდიდან მივხვდი, რომ ეს საქმე მომწონს და გამომდის. სინქრონული თარგმანის სწავლა დავიწყე და 2017 წლიდან ამ მიმართულებით ვმუშაობ.
-სწრაფად საუბარი არასდროს მიჭირდა და ალღოც მარტივად ავუღე. სირთულე რეალურად ბაზარზე დამკვიდრებასა და დამკვეთების მოზიდვაში უფრო იყო. გარდა ამისა, პატარა ნიუანსების, მაგალითად, იდიომების, ხატოვანი გამონათქვამების თარგმნა სპეციფიკურ ცოდნასა და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ასევე, თუ კონკრეტულად რომელიმე პროფესიისათვის დამახასიათებელი ტერმინებია, ამასაც თავისი სპეციფიკა აქვს, რასაც სწავლა და წინასწარ მომზადება სჭირდება. თუმცა წინასწარ მომზადება ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა.
- ვთარგმნი ინგლისურ, გერმანულ, რუმინულ და ხანდახან რუსულ ენაზე. სკოლა "ქართული სასწავლებელი" დავამთავრე, სადაც გერმანულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ და ეს ძალიან დამეხმარა. ინგლისურში დამატებით ვმეცადინეობდი და ასევე, ძალიან დამეხმარა ინტერნეტის გამოყენება, ფილმების ყურება. რუმინეთში 3 წელიწად-ნახევარი ვცხოვრობდი და ვმუშაობდი და შესაბამისად, რუმინულიც იქ ვისწავლე.
- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ მშობლებმა ხელი განსაკუთრებით შემიწყვეს.ოთხმოცდაათიანი წლების საშინელი გაჭირვების მიუხედავად, ჩემი მშობლები მაინც ახერხებდნენ, რომ ჩემი და ჩემი ძმების მისწრაფებებისთვის გასაქანი მიეცათ, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) მაქვს დამთავრებული, სადაც ინგლისურად ვსწავლობდი და ენის გაძლიერების კუთხით, კარგი გამოცდილება იყო.ზოგადადმგონია, რომ ცდა აუცილებლად ღირს. პატარა მარცხებს არ ვუშინდები და ვფიქრობ, რომ ეს უნარიც ძალიან მეხმარება.
- დღეს ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს და მგონია, სირთულე შესაძლოა იმ კუთხით იყოს, რომ ადამიანი დაიბნეს და ვერ განსაზღვროს, რომელი მეთოდი სჯობს და რაზე გააკეთოს არჩევანი. ჩემი მიდგომაა, რომ, პირველ რიგში, სწავლა სახალისო უნდა იყოს იმისათვის, რომ მოტივაცია შევინარჩუნოთ და რეგულარულად დავუბრუნდეთ ამ პროცესს. ინგლისურის შესწავლაში ფილმების ყურება და მუსიკის სიყვარული ძალიან დამეხმარა. მოზარდობის ასაკში სხვადასხვა სიმღერის ტექსტით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ინტერნეტში უამრავი საშუალებაა ხელმისაწვდომი. ასევე, არსებობს სპეციალური კურსები, სადაც სხვა ენაზე გამართულად ლაპარაკის შესაძლებლობას გვაძლევენ და ასე შემდეგ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ დღეს სწავლა სირთულესაღარ წარმოადგენს, მთავარია, მოვინდომოთ.
- ძალიან პერსპექტიულია. იქამდე, ვიდრე თარჯიმნად დავიწყებდი მუშაობას, ენების ცოდნა ყოველთვის მადგებოდა და სხვა პოტენციურ თანამშრომლებთან შედარებით, უპირატესობა მქონდა. ამიტომ, ამაზე აქცენტის გაკეთებაც მნიშვნელოვანია.
- თავდაპირველად, ჩემი ძმის იდეა იყო, რომ ზურა ჯაფარიძის ვიდეოზე გადამეღო თარგმანი, რამაც ძალიან გაამართლა. მგონია, თუ ადამიანები შენ შესახებ ვერ შეიტყობენ, ვერც შენს მომსახურებას ნახავენ. ვფიქრობ, ასეთი სახალისო გზები კარგად მუშაობს. ამხელა გამოხმაურებას არ ველოდი და ძალიან მიხარია, როდესაც დამკვეთები ვიდეოდან მცნობენ და ასევე მიხარია, რომ ხარისხიანი მომსახურების შეთავაზებაც შემიძლია.
- ერთდროულად ძალიან ბევრი რამ მაინტერესებს. მიყვარს წერა, სამსახიობო კურსების გავლას ვგეგმავ, მაინტერესებს ყველაფერი, რაც შემოქმედებითობასთან და თვითგანვითარებასთანაა დაკავშირებული. წიგნის წერა დავიწყე, ასევე ზრდასრულებს სინქრონული თარგმანის ტექნიკებს ვასწავლი. ესეც ძალიან მომწონს, რომ ცოდნა სხვა ადამიანებს გადავცე. ბაზარზე დამკვიდრება თავდაპირველად რთულია, იმიტომ, რომ დამკვეთები უნდა გენდონ და დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად კარგად შეგიძლია საქმის შესრულება. მაგრამ საკმაოდ მაღალანაზღაურებადი პროფესიაა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი მომსახურებაა.
- როდესაც თქვენს ცხოვრებაში შესაძლებლობები გამოჩნდება, მაშინვე უარი არ თქვათ და აუცილებლად სცადეთ. მგონია, ცდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიდგომაა იმიტომ, რომ თუ რაღაც არ გამოვა, შეიძლება საინტერესო ადამიანი გაიცნო და მერე მასთან ერთად გამოვიდეს რაიმე კარგი. ამიტომ, საკუთარი თავი ახალ გამოწვევებში გამოსცადეთ და წარუმატებლობის ნუ შეგეშინდებათ.
თამარ იაკობაშვილი