ბრიტანელი ენი პრაისი მხოლოდ ოთხი თვის იყო, როდესაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. გოგონა ხანძრის მსხვერპლი გახდა, რომელიც mis სახლში გაჩნდა. საბედნიეროდ, ბებიამ მისი გადარჩენა შეძლო, თუმცა ბავშვმა ძალიან სერიოზული დამწვრობა მიიღო.
დიდი ხნის განმავლობაში პრაისი მომხდარში დედას ადანაშაულებდა და მას დაუდევრობაში სდებდა ბრალს. მისი ბიოლოგიური დედა ირლანდიელი ქალი იყო, რომელსაც შავკანიან მეგობარ ბიჭთან ჰქონდა ურთიერთობა. თუმცა, მასზე რწმენისა და სხვა ფაქტორების გამო დაქორწინებას არ აპირებდა და მისგან არც შვილი უნდოდა. მაგრამ, დაორსულდა და ენი გაჩნდა. წლების შემდეგ პრაისმა გაიგო, რომ ხანძარი მართლაც უბედური შემთხვევა იყო და დედას მისი სიკვდილი არ უნდოდა. თუმცა, ქალმა ბავშვი მაინც მიატოვა.
ხანძრის შედეგად პრაისმა თითების ნაწილი დაკარგა და სახე მთლიანად დაეწვა. ბრიტანელ გოგონას ძალიან გაუმართლა. 6 წლის იყო, როდესაც ერთმა ქალმა იშვილა და ბედნიერი ბავშვობა აჩუქა. პრაისი სიყვარულსა და სითბოში გაიზარდა და მიუხედავად საზოგადოების მხრიდან დაჟინებული მზერისა და უჩვეულო გარეგნობისა, თავს კარგად გრძნობდა.
წლების წინ პრაისმა რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა სახის აღსადგენად. რამდენიმე წლის წინ კი ახალგაზრდა ქალმა ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა. იგი BBC-ის გადაცემის წამყვანი გახდა პლასტიკური ქირურგიის თემაზე.
ერთხელ გადამღებ ჯგუფთან ერთად სამხრეთ კორეაში გაემგზავრა, სადაც უამრავი ქალის გამოცდილება მოისმინა და პლასტიკურ ქირურგიაზე სანდო ინფორმაცია შესთავაზა მაყურებელს. თუმცა, ენის ძირითადი საქმიანობა სპორტული აქტივობაა. ქალი აქტიურად ვარჯიშობს, პერსონალური ტრენერია და სხვა ადამიანებსაც ეხმარება, რომ საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნონ და კარგად გამოიყურებოდნენ.
დღეს პრაისი ბედნიერი ცოლი და დედაა. მან ორი შვილი გააჩინა. ძალიან უყვარს სპა-პროცედურები და კოსმეტოლოგებს რეგულარულად სტუმრობს.