სირიის ქალაქ ალეპოში, სახლის ნანგრევების ქვეშ ბავშვი დაიბადა. ვიდეოს სოციალურ ქსელში Malek Tarboush ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 4300-ს გადააჭარბა. ასევე, შეგახსენებთ, რომ გუშინ დილით თურქეთის ქალაქ გაზიანთეფთან 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.