გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მადონა ჯუღელი გინეკოლოგიაში 5 ყველაზე გავრცელებულ პრობლემასა და მათი პრევენციის გზებზე საუბრობს:

- გინეკოლოგიაში 5 აისბერგია. პირველი, ეს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებია, რომელთა 50-95% უსიმპტომოდ მიმდინარეობს და თუ ჩვენ ამის შესახებ არ ვიცით, შესაძლებელია, საკმაოდ სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს ორგანიზმზე. შესაბამისად, PCR-დიაგნოსტიკაა ამ ინფექციებზე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ქლამიდია, ტრიქომონა, მიკოპლაზმა გენიტალიუმი და გონორეა.
- მეორე - ადამიანის პაპილომა ვირუსია, რომელიც აბსოლუტურად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. შესაბამისად, თუ ჩვენ სკრინინგული ტესტები არ ჩავიტარეთ, როგორიცაა პაპ-ტესტი, პაპილომა ვირუსის PCR დიაგნოსტიკა და საჭიროებისამებრ, ექიმის გადაწყვეტილებით, კოლპოსკოპია, შესაძლებელია ისეთ გართულებამდე მივიდეთ, როგორიც საშვილოსნოს ყელის კიბოა. საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებებს არანაირი სიმპტომები არ ახასიათებს. ამიტომ, დიაგნოსტიკური ტესტები მნიშვნელოვანია.
- მესამე კიბოა - თუ ის ადრეულ სტადიაზეა, მან ტკივილი, ქავილი არ იცის. ჩვენ, გინეკოლოგები, მოგიწოდებთ, რომ საშვილოსნოს ყელისა და სარძევე ჯირკვლების სკრინინგი უმნიშვნელოვანესია.
- მეოთხე აისბერგია პოლიპები, მიომები, ჰიპერპლაზია - ყოველივე ამას, დიდ პროცენტში ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა ახასიათებს, რომელსაც ხშირად გოგონები საყურადღებოდ არ მიიჩნევენ. ანუ, მენსტრუალური სისხლდენის დანაკარგი დიდია და რკინადეფიციტური ანემიები ფარულად ვლინდება. შესაბამისად, ულტრაბგერითი კვლევა, როდესაც ვეჭვობთ, რომ ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა გვაქვს, მნიშვნელოვანია.
- მეხუთე - კისტები საკვერცხეებზე - 86%-ში ეს ფუნქციონალური კისტებია, ანუ თვითრეგრესირდება. მაგრამ, 14% შემთხვევაში ისინი სიმსივნური ეტიოლოგიის არიან. როდესაც ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სერიოზული პრობლემების გამომწვევნი არიან. ადრეულ სტადიაზე ნანახი პათოლოგია მკურნალობას ხშირად ექვემდებარება.
ბოლოს, წელიწადში ერთხელ გინეკოლოგთან ვიზიტი ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია.