"ჯოჯოხეთურ დიეტაზე ვიყავი, მაგრამ ჯერ მხოლოდ 20 კილო დავიკელი... ნინა ბუნებრივ კვებაზე აღარაა... მას მსოფლიოში ყველაზე კარგი ძიძა ჰყავს..." - ნანუკა გულუა დედობაზე, მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე და ბავშვის ძიძაზე - მშობლები

"ჯოჯოხეთურ დიეტაზე ვიყავი, მაგრამ ჯერ მხოლოდ 20 კილო დავიკელი... ნინა ბუნებრივ კვებაზე აღარაა... მას მსოფლიოში ყველაზე კარგი ძიძა ჰყავს..." - ნანუკა გულუა დედობაზე, მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე და ბავშვის ძიძაზე

2023-02-10 11:17:54+04:00

მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა 5 თვის წინ გახდა დედა. მას და კახაბერ კაშიას პატარა ნინა ჰყავთ, რომლისთვისაც ცოტა ხნის წინ იპოვეს ძიძა. ნანუკამ ნინას ძიძაზე, ასევე მშობიარობასა და წონაში კლების პრობლემაზე ისაუბრა ინსტაგრამის გამომწერებთან და შეკითხვებს გულახდილად უპასუხა.

ნანუკა ამბობს, რომ ბუნებრივად აპირებდა მშობიარობას, თუმცა ისე არ მოხდა, როგორც იყო დაგეგმილი.

- ფიზიოლოგიურ მშობიარობას ვაპირებდი, მაგრამ 42-ე კვირა დაიწყო, შევშუპდი, წნევები დამეწყო და საკეისრო დამჭირდა.

მშობიარობის შემდეგ დეპრესიაც აწუხებდა და თავად ამბობს, რომ მსუბუქად ახლაც აქვს. თუმცა ყველაზე მეტად წონა აშფოთებს, რომელსაც დღესაც ებრძვის:

- 110კგ შევედი სამშობიაროდ, 100 გამოვედი და 10 დავიკელი 5 თვეში. და გავიჭედე. რომ გაეჭედოს ამას ტვინი... ანუ ჯერ მხოლოდ 20 კილო მაქვს დაკლებული. ჯოჯოხეთურ დიეტაზე ვიყავი, აზრი არ ჰქონდა, მაინც ვერ ვხდები და 18-საათიანზე გადავედი.

ცნობილია, რომ ნანუკა გულუას წლების წინაც ჰქონდა წონის პრობლემა და შემდეგ ნებისყოფის წყალობით შესანიშნავ ფორმაში ჩადგა. სულ მალე სამუშაოს უბრუნდება - "ტელეიმედზე" სალომე შარვაძესთან ერთად წაიყვანს ახალ გადაცემას და სავარაუდოდ, აქტიურ ცხოვრებასთან დაბრუნებაც შეუწყობს ხელს სასურველი ფორმის დაბრუნებაში.

nanukagulua-1676014545.jpg
ნანუკა წლების წინ, სანამ სერიალ "ჩცდ"-ში გამოჩნდებოდა

ტელეწამყვანის თქმით, პატარა ნინას ბუნებრივად ვეღარ კვებავს:

- მოჭიდების უდიდესი პრობლემით ვიჯახირეთ ერთი თვე და ვეღარ გააგრძელა.

323256784-871688010806297-557488931639825703-n-1676014680.jpg

სულ ცოტა ხნის წინ იპოვა ნანუკამ შვილისთვის ძიძა და ძალიან კმაყოფილია.

- ნინას მსოფლიოში ყველაზე კარგი ძიძა ჰყავს. ღვთის წყალობაა.

330146390-853136245782010-886669390871853689-n-1676014706.png

ნანუკა ამბობს, რომ დედობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა და ძალისხმევას არ იშურებს, ნინას კარგი დედობა გაუწიოს.

- ძალიან ვცდილობ, ვიყო კარგი დედა. ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია.

328030627-644488194145810-5910481431483193154-n-1676014756.jpg