"ბუნებრივ კვებაზე არც ერთი არ მყოლია. ასე უფრო ადვილია ჩემთვისაც და ბავშვებისთვისაც... რამდენიც არ უნდა წეროთ, ხალხს მაინც ვერ გადააყვარებთ ჩემს თავს..." - მარიამ შუკაკიძის პასუხები საკეისროზე, ფორმაში ჩადგომაზე და... უარყოფით გამოხმაურებაზე - მშობლები

"ბუნებრივ კვებაზე არც ერთი არ მყოლია. ასე უფრო ადვილია ჩემთვისაც და ბავშვებისთვისაც... რამდენიც არ უნდა წეროთ, ხალხს მაინც ვერ გადააყვარებთ ჩემს თავს..." - მარიამ შუკაკიძის პასუხები საკეისროზე, ფორმაში ჩადგომაზე და... უარყოფით გამოხმაურებაზე

2023-02-27 12:44:45+04:00

ცნობილი ბათუმელი ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე ცოტა ხნის წინ მესამე შვილის დედა გახდა. მარიამი ქართველებს შორის ინსტაგრამზე ერთ-ერთია, ვისაც ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს - 3 მილიონზე მეტი. სწორედ გამომწერებისთვის მოაწყო ერთგვარი ინტერნეტ-კონფერენცია და მათ შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც ძირითადად ეხებოდა საკეისროს, ბუნებრივ კვებას და ფორმაში ჩადგომას ორსულობის შემდეგ:

- 2 თვე და ორი კვირა გავიდა ბოლო საკეისროდან. მესამე საკეისრო იყო და, რა თქმა უნდა, ყველას უჭირს საკეისროც, მშობიარობაც. პირველი შედარებით რთული იყო ჩემს შემთხვევაში, ისე, ყველაფერი ინდივიდუალურია. ზოგადად, საკეისრო ურთულესი ოპერაციაა, ვისაც გამოუცდია, დამეთანხმდება. თუმცა ახლა ყველაფერი იდეალურად მაქვს... ფრანგული საკეისრო გავიკეთე და ნაწიბური სრულიად ქრება. ფორმაში ჩადგომას რაც შეეხება, კორსეტი არ მიყვარს და ვერ ვეგუები. თავისით ქრება მუცელი ნელ-ნელა. დიეტას ვერასდროს ვერ ვიცავ, ჩვეულებრივ ვიკვებები, როცა მშია. ახლა ვარ 58, თუმცა, 55 თუ ვიქნები, იდეალურია ჩემს სიმაღლესთან მიმართებაში.

shuk-1-1677487558.jpg

ბუნებრივ კვებაზე არც ერთი არ მყოლია. განსაკუთრებული მიზეზი არ არის, უბრალოდ ასე უფრო ადვილია ჩემთვისაც და ბავშვებისთვისაც.

331548128-1285235242092773-2029558400556319902-n-1677487573.jpg

კითხვა-პასუხის შემდეგ მარიამს ბევრი კრიტიკის და უარყოფითი კომენტარის ნახვაც მოუწია, რასაც თავადვე გასცა ვრცლად პასუხი:

333917247-1994401637577688-2322307134863399859-n-1677487506.jpg

როგორც ცნობილია, მარიამი ბათუმში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად და სამ გოგონას ზრდის. ბათუმშივე არიან მისი მშობლები და და-ძმა. მარიამის და სოფო შუკაკიძე ასევე აქტიურია ინსტაგრამზე და ფეისბუქზე.

289856280-3234122520190070-3616397801467215594-n-1677487625.jpg
სოფო შუკაკიძე ოჯახით

125399960-2572068686431419-7640497896829986035-n-1677487735.jpg
მარიამი და-ძმასთან ერთად

188040647-2699921130312840-2956983008889477216-n-1677487736.jpg
მარიამის მშობლები
318091624-5701183026615563-4122738966471603457-n-1677487736.jpg
უმცროსი ძმა - გუგა შუკაკიძე

რასაც მინდა, იმას გავაკეთებ!!! დაბოღმილი ადამიანების აზრი არ მაინტერესებს! - მარიამ შუკაკიძე საზოგადოებას მიმართავს
კეთილი ხალხის გულწრფელი სიყვარული აქარწყლებს იმ ბოროტებას - მარიამ შუკაკიძე ოჯახზე, პოპულარობაზე და უარყოფით კომენტარებზე