ისლანდიასთან გადამწყვეტი მატჩი თბილისის ახალ სპორტის სასახლეში შედგა. ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში გამოსვლა მე-3 ადგილზე დაასრულა და ფინალურ ეტაპზე თამაში გაინაღდა.
3 მატჩი 4 დღეში - კალათბურთელები ასეთი გრაფიკით თამაშობდნენ. მოთამაშეებს შორის ნამდვილად გამორჩეული იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია.
თორნიკე შენგელია 1991 წლის 5 ოქტომბერს დაიბადა. მამამისი კახა შენგელია ასევე კალათბურთელი იყო და 1990-იან წლებში საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა - „მამაჩემი კალათბურთელი იყო, ჩემი იდეალი. მისი თამაშების ყურებით ვისწავლე და შემიყვარდა კალათბურთი. ავიღე მისგან ხასიათი და მენტალიტეტი. ყოველთვის ძლიერად, ენერგიულად თამაშობდა. მტკიცე ხასიათით გამოირჩეოდა.“ განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები