გამოვა, თუ არა შენგან ტელეწამყვანი? - მშობლები

გამოვა, თუ არა შენგან ტელეწამყვანი?

2015-01-28 08:17:33+04:00

გააკეთე ტესტი და გაიგე პასუხი 1. ჩაიხედე სარკეში და კარგად დააკვირდი საკუთარ თავს: გაქვს ორი თვალი, ორი ყური, ცხვირი, პირი (32-ივე კბილით) და ორი ხელი?

ა) მე მგონი კი, მაგრამ მაინც გადავამოწმებ - 2;

ბ) წინ ორი კბილი მაკლია - 1;

გ) ცალ თვალს რომ ვხუჭავ, ვეღარაფერს ვხედავ. რას ნიშნავს ეს?! - 0

2. ხშირად გებმის ენა?

ა) არა - 2;

ბ) ენა მებმის მხოლოდ პირველი სამი წუთი - 1;

გ) მე არ მაწუხებს ჩემი ენაბლუობა და ვინც მისმენს, იმათი არ ვიცი - 0.

3. ანბანის ყველა ასოს წარმოთქმა შეგიძლია?

ა) ასოების არა და ციფრების კი - 2;

ბ) ნახევარზე მეტს თავისუფლად წარმოვთქვამ - 1;

გ) ცოტა შეხსენება დამჭირდება - 0.

4. წარმოიდგინე, რომ პირდაპირ ეთერში ხარ და წასაკითხად მოგაწოდეს შემდეგი ტექსტი: როდოდენდრონები დარდობდნენ: დენვერში ჩამოვიდნენ დენდრარიული დღესასწაულის დასაგეგმად. რამდენჯერ შეგეშალა?

ა) ერთხელ - 2;

ბ) იმდენჯერვე, რამდენჯერაც დავიწყე - 1;

გ) არ გეტყვით! პირდაპირ ეთერში ნახავთ, რა შემიძლია! - 0.

5. წარმოიდგინე, რომ პირდაპირ ეთერში ხარ და თვალი მოჰკარი, რომ შენს ფეხებთან თაგვი შემოძვრა. რას იზამ?

ა) თუნდაც სპილო იყოს, არ შევიმჩნევ - 2;

ბ) ძალიან მეშინია თაგვების - 1;

გ) იქვე დავიწყებ მასზე ნადირობას და

დარწმუნებული ვარ, არავინ გადართავს სხვა არხზე! - 0.

შეაჯამე ქულები:

5-დან 10-ის ჩათვლით: შენ ახლავე შეგიძლია მუშაობა დაიწყო ტელეწამყვანად საქართველოს ნებისმიერ ტელეარხზე. შეავსე ეს ტესტი, თან დაურთე დაბადების მოწმობა და მოძებნე სამსახური.

1-დან 4-ის ჩათვლით: შენ შეგიძლია წაიყვანო საინფორმაციო გადაცემა, ოღონდ საოჯახო ტელევიზიაში.

0 ქულა: ნებისმიერ ტელევიზიაში შეგიძლია იმუშაო, მხო­ლოდ კადრს მიღმა.