დედამ სულ მარტივი მეთოდი იპოვა, რითაც მის შვილს მთელი ღამე სძინავს და ტირილით აღარ იღვიძებს - მშობლები

დედამ სულ მარტივი მეთოდი იპოვა, რითაც მის შვილს მთელი ღამე სძინავს და ტირილით აღარ იღვიძებს

2023-03-04 10:44:43+04:00

ბავშვის დაძინების პრობლემა ბევრი დედისთვის ნაცნობია. ახალშობილები ხშირად იღვიძებენ ღამით ატირებულები, რაც ახალნამშობიარევი, ისედაც რთულ ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაში მყოფი დედისთვის ძალიან რთულად გასაძლებია.

ერთმა ახალგაზრდა დედამ, რომელიც ღამეებს ათენებდა ატირებული ჩვილით ხელში, ძალიან კარგ ხერხს მიაგნო. როგორც ვთქვით, მისი ბავშვი ხშირად იღვიძებდა ღამით, წრიალებდა და ტირილს იწყებდა. ჰოდა სრულიად უფასოდ მან იპოვა პრობლემის უჩვეულო, მაგრამ ძალიან ეფექტური გადაწყვეტა.

მერი წააწყდა ერთ კვლევას, სადაც ნათქვამია, რომ დედის სუნი ბავშვს აგრძნობინებს, რომ მასთან არის მაშინაც კი, თუ დედა რეალურად იქ არაა.

გარდა ამისა, დედის სურნელს შეუძლია შეამციროს ჩვილებში კორტიზოლის დონე, რაც ბავშვში სტრესს და შფოთვას მოხსნის. ეს კი დაეხმარება მას მშვიდად და ხანგრძლივად ეძინოს.

მერი გადაწყვიტა ეს გადაემოწმებინა. აიღო თავისი მაისური, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ეცვა და საწოლში ზეწრის ქვეშ მოათავსა. მეთოდმა იმუშავა! ბავშვს მთელი ღამე მშვიდად ეძინა.

მეორე ღამეს, სცადა და უბრალოდ საწოლის შიდასივრცეს გადაუსვა თავისი მაისური, რომელიც მთელი დღე ეცვა და ამ მიდგომამაც გაამართლა. ეს ყველაზე უსაფრთხო და მარტივი გზაა, რომელიც არ შეიძლება, რომ არ სცადოთ.