"შემიძლია ვთქვა, რომ ფაქტობრივად, დავითმა მამშობიარა... შვილს ესპანური სახელი დავარქვით" - ნათია თოდუა დედა გახდა: მშობლების პირველი ემოციები გერმანიიდან - მშობლები

"შემიძლია ვთქვა, რომ ფაქტობრივად, დავითმა მამშობიარა... შვილს ესპანური სახელი დავარქვით" - ნათია თოდუა დედა გახდა: მშობლების პირველი ემოციები გერმანიიდან

2023-03-09 21:38:01+04:00

5 მარტს "გერმანიის ხმის" გამარჯვებული მომღერალი ნათია თოდუა დედა გახდა. როგორც ცნობილია, ის უკვე წლებია, გერმანიაში ცხოვრობს და წარმატებულად მოღვაწეობს. გასულ შემოდგომას მან ქორწილი საქართველოში გადაიხადა. მისი მეუღლე დავით ზურაბაშვილია. პირველი შვილი ნათიამ გერმანიაში გააჩინა. ამის შესახებ მომღერლის მეუღლის ფეისბუქ-პოსტიდან შევიტყვეთ.

"კეთილი იყოს შენი მობრძანება ცხოვრებაში, პატარავ! უუჰ, ეს რა იყოო, გერმანიაში მშობიარობა არის სიგიჟე!!! მშობიარობას ვინც დასწრებია, respect! ყველა დედა გმირია!!! ნათია თოდუა, გილოცავ, ჩემპიონო!“ - დაწერა დავითმა.

აღსანიშნავია, რომ ის მეუღლის მშობიარობას დაესწრო... AMBEBI.GE ახალბედა მშობლებს ნათია თოდუას და დავით ზურაბაშვილს ბერლინში დაუკავშირდა.

"კი, ისევ გავიმეორებ, ყველა ქალი გმირია, ქალის, დედის სიძლიერე არის განუზომელი და ყველა დედას მადლობა! ნათიას კი განსაკუთრებული მადლობა, ბედნიერება მაჩუქა და გაამრავლა ჩვენი ოჯახი“ - ამბობს დავითი.

332319596-745492070543011-1251686978284144993-n-1678384160.jpg

- მგონი, მამაკაციც, რომელიც მეუღლის მშობიარობას ესწრება, პატივისცემას იმსახურებს. ის ხომ თვითმხილველი და თანაზიარი ხდება იმ პროცესის, რასაც მშობიარობა ჰქვია...

ნათია:

- მიუხედავად იმისა, რომ ქალისთვის ასეთ რთულ დროს მეუღლის გვერდით ყოფნა დიდი მხარდაჭერაა, დავითს არაერთმა მეგობარმა უთხრა, რომ ფსიქოლოგიურად მაინც რთული იქნებოდა ამ ყველაფრის ხილვა, გადატანა და დაძლევა...

საქართველოში ჩემი დის მშობიარობას დავესწარი. ბლოკი სავსე იყო მედპერსონალით, დამხმარეებით, მე კი ჩემი დის ხელი მეჭირა. ნათესავები სამშობიაროსთან იყვნენ შეკრებილები. საქართველოში ბავშვის გაჩენა ხომ ასე ხდება და ამისთვის მშობიარე და მისი ოჯახიც საგანგებოდ ემზადება.

რაც შეეხება გერმანიას, აქ მხოლოდ ბებიაქალია, რომელიც მშობიარეს ეხმარება. სრულიად სხვა სისტემაა. თუმცა საქართველოში ის იმდენი ხალხი, სამედიცინო პერსონალი, ვინც ბლოკში მუშაობს, ყველანი თავისი სითბოთი და პროფესიონალიზმით ქალს გვერდში უდგანან, რაც ძალიან დასაფასებელია. განაგრძეთ კითხვა