ახალშობილის მშობლებმა სტუმრებისთვის სპეციალური სია შეადგინეს, რასაც ნათესავების განაწყენება მოჰყვა - სიაში იყო ქცევის წესები და საჩუქრების ვარიანტები - მშობლები

ახალშობილის მშობლებმა სტუმრებისთვის სპეციალური სია შეადგინეს, რასაც ნათესავების განაწყენება მოჰყვა - სიაში იყო ქცევის წესები და საჩუქრების ვარიანტები

2023-03-16 13:36:01+04:00

ახალგაზრდა წყვილმა, რომელსაც ახალშობილი ჰყავდა შინ, სტუმრებისთვის სპეციალური სია შეადგინა და. სია ახლობელ-ნათესავებს გაუგზავნეს, რასაც ახლობლების განაწყენება მოჰყვა და ეს იდეა არც სოციალურ ქსელში მოიწონეს.

იმ პერიოდში პანდემია ახალი გადავლილი იყო, თუმცა ვირუსების და გრიპების სეზონი - ძალიან მწვავე, ამიტომ მათ 14-პუნქტიანი სია შექმნეს, რომელიც უსაფრთხოებას ითვალისწინებდა. ამ გზით სურდათ, საკუთარი ახალშობილი დაეცვათ. თუ რომელიმე სტუმარი მოცემულ სიას არ დაეთანხმებოდა, კარს არ გაუღებდნენ. ახალგაზრდა დედის თხოვნა, მით უმეტეს ვირუსების პირობებში, აბსოლუტურად გონივრული იყო, თუმცა ნათესავებმა ეს მას თავხედობასა და უპატივცემულობაში ჩამოართვეს.

მოთხოვნის მიხედვით, სტუმარს ოჯახისთვის წინასწარ უნდა ეცნობებინა, რომ მათთან მისვლას აპირებდა. ასევე, არ უნდა ჰქონოდა ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა, უნდა ყოფილიყო ვაქცინირებული, არ მოეწია, ბავშვი მშობლების თანხმობის გარეშე არ აეყვანა ხელში და ასე შემდეგ.

1-1678959510.jpeg

გარდა ამისა, წყვილმა სტუმრებს გაუგზავნა იმ საჩუქრების სია, რომლებსაც ისურვებდნენ, რომ ბავშვისთვის მიეტანათ. დედისთვის კი სასაჩუქრე ბარათი უნდა გადაეცათ.

სიაში განმარტებული იყო ის საკვები და პროდუქტები, რომლებიც მასპიძლებს სურდათ, რომ მიეტანათ.

ერთ-ერთი აკრძალვა პატარასთან სურათების გადაღება იყო. გარდა ამისა, ეწერა, რომ სტუმრებს დიდი რაოდენობით სუნამოები და დეოდორანტები არ უნდა გამოეყენებინათ და მათ სახლში ერთ საათზე დიდი ხნის განმავლობაში არ უნდა დარჩენილიყვნენ.

ბავშვის 34 წლის დედამ წერილს ასევე დაამატა ისიც, რომ ეს ყველაფერი მის უსაფრთხოებას ემსახურებოდა მიზნად და არა რომელიმე ადამიანის დაკნინებას.

კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ ოჯახში ქმრის უმცროსი და მივიდა. გოგონა სტუდენტი იყო და დიდი თანხა არ ჰქონდა. ამიტომ, ჩამოთვლილი სიიდან საჩუქარი ვერ იყიდა და რძალსა და ძმას სახლის საქმეებში დახმარება შესთავაზა. თუმცა, მათ ამაზე უარი განაცხადეს.

44-1678959543.jpeg

ქალი განმარტავდა, რომ წესები ყველა სტუმრისთვის ერთნაირი უნდა ყოფილიყო და მულის სახლში მიღებაზე უარი განაცხადა, რამაც მეუღლის ოჯახისა და სხვა ნათესავების გაბრაზება და გამოხმაურება გამოიწვია.

ზოგიერთი ადამიანი წერდა, რომელიმე ნათესავს მისთვის რომ მსგავსი სია გაეგზავნა, ის საერთოდ უარს იტყოდა მასთან ურთიერთობაზე. ზოგი კი ახალგაზრდა დედას ამართლებდა:

"მშობლები, განსაკუთრებით დედა, შეიძლება დაღლილი იყოს და არ სურდეს ვინმეს მასპინძლობა. მათ მაღაზიაში წასასვლელი დროც კი არ აქვთ, სტუმრებს კი შეხვედრა, გამასპინძლება, სჭირდებათ. შემდეგ კი ახალშობილი უნდა დაამშვიდოს და მიხედოს." - დაწერა სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელიც დედის პოზიციას იზიარებდა.