ოჯახი ქუთაისიდან. დედა 11 შვილით - ფოტო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა - მშობლები

ოჯახი ქუთაისიდან. დედა 11 შვილით - ფოტო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

2023-03-16 15:55:48+04:00

ამ ფოტოს სოციალურ ქსელში გვერდი ქუთაისელები ავრცელებს. ფოტოზე 11 შვილის დედა ნათია დოღონაძეა. ფოტო შარშან გავრცელდა და მაშინ მისი ავტორი ფოტოგრაფი ლიკა გაბუნია წერდა:

“დღეს წყალტუბოში მქონდა გადაღება, წყვილს ვიღებდი, როცა ჯერ დედა მოვიდა 4 გოგოთი, რომელთაც ერთნაირი კაბები ეცვათ.გავიფიქრე, რა ორიგინალურია-თქო და თან ვხედავ როგორ ემატებიან ბაფთიანი ბიჭებიც, ისევ ერთნაირ ფერებში, მრავლდებიან და არ მთავრდებიან. უმისამართოდ ვკითხულობ – ეს ყველა თქვენია? და გაოცებას ვერ ვმალავ. ემოციური და მოულოდნელი იყო.ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი".

336002802-650267563771495-4542685425556548300-n-1678968296.jpg

323073641-664262815390863-4351792302262020868-n-1678968296.jpg
ნათია დოღონაძე ქმარ-შვილთან ერთად