გავრცელებული ინფორმაციით, დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგონა, გამთენიისას გარდაცვლილი იპოვეს - მო­ზარდს ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი ეტყო­ბა - მშობლები

გავრცელებული ინფორმაციით, დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგონა, გამთენიისას გარდაცვლილი იპოვეს - მო­ზარდს ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი ეტყო­ბა

2023-03-17 09:05:40+04:00

დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები აღენიშნება.

არასრულწლოვანი გუშინ, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გამთენიისას კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

"ინტერპრესნიუსი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ინტერპრესნიუსი

ბავშვი სათამაშოდ იყო გასული და გაუჩინარდა. შუაღამეს ვნახეთ გარაჟებთან, ყელზე ნაკაწრები ჰქონდა... - რას ამბობს გარდაცვლილი გოგონას ბებია?