ცნობილი მომღერლები სცენაზე, მშობლების ცეკვა და პომპეზური წვეულება - ავთანდილ ცქვიტინიძის და ხათუნა თოთლაძის ქალიშვილი 18 წლის გახდა (ვიდეო) - მშობლები

ცნობილი მომღერლები სცენაზე, მშობლების ცეკვა და პომპეზური წვეულება - ავთანდილ ცქვიტინიძის და ხათუნა თოთლაძის ქალიშვილი 18 წლის გახდა (ვიდეო)

2023-03-20 21:56:40+04:00

ქართველი დიზაინერის ავთანდილ ცქვიტინიძისა და მისი დიპლომატი მეუღლის - ხათუნა თოთლაძის ქალიშვილი ანატასია 18 წლის გახდა. დაბადების დღე მან მეგობრების წრეში აღნიშნა.

წვეულების ამსახველი ვიდეოები დიზაინერმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

ვიდეოზე ჩანს, რომ გოგონას დაბადების დღეზე იმღერეს ცნობილმა მომღერლებმა - სტეფანემ, ლელა წურწუმიამ, ანდრია გველესიანმა... წვეულების ბოლოს ანასტასიამ ორიგინალური ტორტი ჩააქრო, შემდეგ კი მისმა მშობლებმა შეასრულეს ცეკვა.