ეშინია მზის სხივების და მოსწონს დაბერების პროცესი - როგორ ცხოვრობს ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელიც წლების წინ ყველაზე ლამაზი ქალების რეიტინგებში ხვდებოდა - მშობლები

ეშინია მზის სხივების და მოსწონს დაბერების პროცესი - როგორ ცხოვრობს ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელიც წლების წინ ყველაზე ლამაზი ქალების რეიტინგებში ხვდებოდა

2023-03-21 10:51:48+04:00

ორმოცი წლის წინ სიბილ შეფერდი ნამდვილ სექს-სიმბოლოდ, სტილისა და სილამაზის ხატად ითვლებოდა, თუმცა ახლა მისი ცნობა ერთგულ თაყვანისმცემლებსაც უჭირთ. სიბილი აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრების წესით ცხოვრობს და საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება. 1980-იანი წლების ვარსკვლავი დიდი ხანია, წითელ ხალიჩაზე აღარ გამოჩენილა და არც რაიმე პროექტში მიუღია მონაწილეობა. 2020 წლის ნოემბერში ქალმა პროექტში "ეს შენ გამო მიყვარს" მონაწილეობის მიღებაზე მიწვევა მიიღო. მსახიობის თაყვანისმცემლები ძალიან ბედნიერები იყვნენ და ფიქრობდნენ, რომ სიბილი საბოლოოდ უბრუნდებოდა ეკრანს, თუმცა ასე არ მოხდა.

1-1679382155..jpeg

წლების წინ სერიალში "დეტექტიური სააგენტო "მთვარის შუქი" გამოჩენით ქალმა არა მხოლოდ დიდ წარმატებას მიაღწია, არამედ კინოსამყაროში უზარმაზარი აღაიარებაც ხვდა წილად. კოლეგებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ ლამაზ მოდელს შესანიშნავი კომედიური ნიჭი ჰქონდა. სიბილს არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო გადაეცა, მათ შორის - "ოქროს გლობუსი". ყველა ცნობდა და მედიასთანაც ხშირად თანამშრომლობდა.

4-1679382175.jpeg

12 წლის წინ "დეტექტიური სააგენტო "მთვარის შუქის" ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე თავის გოგონასთან ერთად გამოჩნდა და ნამდვილი ფურორი მოახდინა. მსახიობი ნიუ-იორკში 50 and Fabulous-ის გალა-საღამოს დაესწრო. ამბობდნენ, რომ ქალმა დრო გააჩერა. სხვათა შორის, მაშინ, 52 წლის ასაკში, დაბერების საწინააღმდეგო პლასტიკურ ქირურგიაზეც დაიწყო ფიქრი. "ჩემს ქალიშვილს ვკითხე, მჭირდებოდა თუ არა ეს. კლემენტინმა ხელები მომკიდა სახეზე და თქვა, რომ ლამაზი ვარ ისეთი, როგორიც ვარ", - თქვა ვარსკვლავმა.

5-1679382189.jpeg

gettyimages-74737671-612x612-1679382905.jpg
შვილებთან ერთად

ახლა შეფერდი ამაყად ამბობს, რომ საკუთარი ნაოჭები მოსწონს და ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებს აბსოლუტურად მშვიდად უყურებს. პლასტიკურ ოპერაციას ან სხვა ტიპის პროცედურას არ აპირებს, მით უფრო, რომ ახალგაზრდობისას რამდენიმე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

9-1679382201.jpeg

სიბილი ყოველთვის ძალიან ლამაზი გოგონა იყო. მაგრამ, ერთ დღეს თამაშის დროს მავთულხლართებიან ღობეს შეასკდა. შემთხვევის შედეგად გოგონას ტუჩი, ცხვირი დაუზიანდა და კინაღამ თვალიც დაკარგა. იგი კლინიკაში გადაიყვანეს და საუკეთესო ქირურგიც მიიყვანეს, თუმცა ნაკერების ახსნის შემდეგ გარკვეული კვალი მაინც დარჩა. როგორც სიბილი იხსენებს, ეს ფაქტი მას მოსვენებას აკარგვინებდა. "თუმცა მაშინ მივხვდი, ადრეულ ასაკში, რომ სილამაზე წარმავალია", - ამბობს სიბილი.

sibil-1679382757.jpeg

7-1679382215.jpeg

8-1679382227.jpeg

ახლახან კი შეფერდი ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს. იგი ორ ძაღლს ასეირნებდა და ნამდვილად ბედნიერად გამოიყურებოდა. ცნობილია, რომ 52 წლის ასაკში ქალს მელანომის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შემდეგ ის საზოგადოებაში ხშირად აღარ ჩნდებოდა. მსახიობის დედამ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ბავშვობაში გოგონას გარუჯვა ძალიან უყვარდა და მზისგან დამცავ კრემებს არ იყენებდა. ავადმყოფობამ კი წლების შემდეგ იჩინა თავი. საბედნიეროდ, სიბილმა დაავადებასთან გამკლავება მოახერხა. თუმცა დიაგნოზის შემდეგ მსახიობი ქუჩაში იშვიათად გადის და მზის სხივები არ უყვარს. მზიანი კალიფორნიიდან არსად წასულა, თუმცა ურჩევნია, დრო სახლში შვილთან და ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროს.