ტომ კრუზს საკუთარი ქალიშვილი 10 წელია, არ უნახავს, რადგან ოჯახი მისი რწმენის წინააღმდეგ წავიდა - 17 წლის გოგონა, რომელსაც არც სოციალური ქსელი აქვს და მამის მონაწილეობით ფილმებიც არ უნახავს - მშობლები

ტომ კრუზს საკუთარი ქალიშვილი 10 წელია, არ უნახავს, რადგან ოჯახი მისი რწმენის წინააღმდეგ წავიდა - 17 წლის გოგონა, რომელსაც არც სოციალური ქსელი აქვს და მამის მონაწილეობით ფილმებიც არ უნახავს

2023-03-22 13:44:53+04:00

ძალიან მალე სური კრუზი 17 წლის გახდება, დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებს და უმაღლეს განათლებას მიიღებს. გოგონა მოდის შესწავლას აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლები ტომ კრუზი და ქეით ჰოლმსი არიან და ვარსკვლავურ გარემოში გაიზარდა, სური მოკრძალებულად ცხოვრობს. არ აქვს სოციალური ქსელები, ხშირად არ ჩნდება საზოგადოებაში და არც ჟურნალისტებთან თანამშრომლობს. როგორ იზრდება და ვითარდება, მხოლოდ პაპარაცული ფოტოებით შეგვიძლია ვნახოთ.

2-1679478375.jpeg

სური კრუზმა, რომელიც აპრილში 17 წლის გახდება, კოლეჯში სწავლა დაიწყო. ამის შესახებ Daily Mail-ი იტყობინება. გოგონა სხვაგან წასვლას არ აპირებს და სასწავლებლად ნიუ-იორკში რჩება. მისი ინტერესი კი მოდა და დიზაინია. აღსანიშნავია, რომ სური მამას 10 წელია, არ უნახავს და ბავშვთან კომუნიკაცია გაწყვეტილი აქვს.

2012 წელს ქეით ჰოლმსი და ტომ კრუზი განქორწინდნენ. როგორც ცნობილია, მიზეზი კრუზის საიენტოლოგიისადმი რწმენა იყო, რომლის პრინციპებითაც ქალიშვილის აღზრდა სურდა. თუმცა, ქეითმა კატეგორიულად უარყო ეს იდეა და გადაწყვიტა, შვილი კათოლიკიური რელიგიის აღმსარებელი ყოფილიყო. ამის შემდეგ ტომმა მათთან ურთიერთობა საერთოდ გაწყვიტა, თუმცა არსებული საქორწინო შეთანხმებით, მსახიობს შვილისთვის ყოველთვიურად 400 ათასი დოლარის ალიმენტის გადახდა მოუწევს, ვიდრე გოგონა 18 წლის არ გახდება. ასევე, მის ვალდებულებაში შედის სურის სწავლის გადასახადის სრულად უზრუნველყოფა.

4-1679478388.jpeg

"სურის მამაზე ინფორმაციის გაგება არ სურს, რადგან 10 წელია, არ უნახავს. ის მისი მონაწილეობით ფილმებსაც არ უყურებს და არც რაიმე ტიპით ერთვება ცხოვრებაში. მაგრამ, ტომი საკუთარ ვალდებულებას, რაც ფინანსებთანაა დაკავშირებული, პირნათლად ასრულებს." - აცხადებენ ინსაიდერები.

აღსანიშნავია, რომ გოგონას ყველა შანსი აქვს, მომავალში საკმაოდ წარმატებული დიზაინერი გახდეს. მოდისადმი ინტერესი მას რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა. ზოგიერთი ინსაიდერი ამბობს, რომ ახლა სურის გარდერობი 5 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

99-1-1679478462.jpg

"4 წლის იყო, როცა პირველად მითხრა: "არ მომწონს შენი შარვალი". შემდეგ კი თქვა: ''ეს ფეხსაცმელი მოგიხდება''. მას შესანიშნავი გემოვნება აქვს."- აღიარა ერთხელ ქეითმა.

როგორც ცნობილია, ჰოლმსი შვილის გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.