"მრავალწლიანი ომი წონასთან, ფორმებთან, ზომებთან, დასრულებულად გამომიცხადებია. ახლა ვარჯიში, ჯანსაღი კვება, ძილი. აღარანაირი ჭიდაობა და ხაზგასმა ამ თემაზე და არასოდეს დანებდეთ, როცა, რაღაც არ მოგწონთ. ცხოვრება დაგიფასებთ ყველა მცდელობას, იყოთ უკეთესი", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში და ხშირად აქვეყნებს ახალ-ახალ ფოტოებს. ამჯერად კი 11 წლის წინ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და სხვაობა ახლანდელ ნანუკასთან.
ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ბოლო პერიოდში მკვეთრად დაიკლო წონაში და ფორმასაც ინარჩუნებს. როგორც ორიოდე წლის წინ თქვა, ე.წ. 18-საათიან, ე.წ. ფასტინგ-დიეტას იცავდა.
"დავიკელი 18-საათიანით. ჭამის დროს სრულად ამოვიღე პური, მხოლოდ კეტო პურს ვჭამ, ამოვიღე ბურღულეული სრულად, ტკბილიც და გაზიანიც", - წერდა მაშინ ინსტაგრამზე.
18-საათიანი "შიმშილის დიეტა” ნიშნავს, რომ არ უნდა მიიღოთ საკვები 24 საათიდან 18 საათის განმავლობაში. 18-საათიანი დიეტა უკვე წლებია ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა, რასაკვირველია, ყველაფერი ინდივიდუალურია და ადამიანის ორგანიზმზე ბევრია დამოკიდებული. ვიღაცამ შეიძლება, მარტივადაც დაიკლოს და ჯანმრთელობაც შეინარჩუნოს ამა თუ იმ დიეტით, ვიღაცას კი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნას. ამიტომ ნებისმიერი დიეტის დაცვამდე, კონსულტაცია უნდა გაიაროთ ენდოკრინოლოგთან.