"სანამ გაიცნობდა, ძალიან ნერვიულობდა, “როგორ მიმიღებენ?” ზღაპრის გმირი მგონია ჩემი თავი მის გვერდით..." - თი მაჭავარიანის ოჯახური ბედნიერება - მშობლები

"სანამ გაიცნობდა, ძალიან ნერვიულობდა, “როგორ მიმიღებენ?” ზღაპრის გმირი მგონია ჩემი თავი მის გვერდით..." - თი მაჭავარიანის ოჯახური ბედნიერება

2023-03-24 18:58:24+04:00

სოციალური ქსელის ვარსკვლავი, სამი შვილის დედა თი მაჭავარიანი ცოტა ხნის წინ გათხოვდა. მისი მეუღლე დავით გაფრინდაშვილია, დიჯეი და ანიმატორი, რომელიც სოციალურ ქსელში ასევე პოპულარობით სარგებლობს მეტსახელით ბზიკო.

დაქორწინების შემდეგ თიმ აღიარა, რომ ძალიან ბედნიერია მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად და უხარია, რომ მისმა მეუღლემ ბავშვებსაც ძალიან შეაყვარა თავი, მათი მეგობარია. სახალისო ვიდეოსაც აქვეყნებს ამის დასტურად.

"ყველაზე მეტად ამ სიტუაციაში ალბათ ის მახარებს, რომ ბავშვებსაც ისე შეაყვარა, თავი როგორც მე... სანამ გაიცნობდა, ძალიან ნერვიულობდა, “როგორ მიმიღებენ?” “ჩვენს ერთად ყოფნას როგორ შეეგუებიან?” “რომ არ მოვეწონო?”მე კი 100%-ით ვიყავი დარწმუნებული, რომ ბავშვებს ძალიან მოეწონებოდათ.

ti-1679670806.jpg

გუშინ ნიტამ, ძალიან გენდობიო, ემამ - სკოლაში რამე ცუდი თუ მოხდა, შენ გეტყვიო, ნოამ კიდევ - ძალიან მიყვარხარო.

ძალიან გამიმართლა, რომ ასეთია, ხანდახან ვერ ვიჯერებ კიდეც... ზღაპრის გმირი მგონია ჩემი თავი მის გვერდით.

რომ არ გამოჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში, ალბათ ისევ იმ შავ ხვრელში ვიქნებოდი გაჭედილი...

მადლობა, რომ მყავხარ!" - წერს თი.

snapinsta-1671729633.app_1080_321041548_483161523901060_1403207735038603780_n.jpg