ცნობილი ქართველი ქალები, რომლებსაც 4 და მეტი შვილი ჰყავთ (ფოტოგალერეა) - მშობლები

ცნობილი ქართველი ქალები, რომლებსაც 4 და მეტი შვილი ჰყავთ (ფოტოგალერეა)

2023-03-27 11:43:32+04:00

ცნობილ ქართველ ქალბატონებს შორის არც ისე ცოტაა მრავალშვილიანი დედა. ამჯერად იმ სელებრითებს გადავავლებთ თვალს, რომლებიც 4 და მეტ შვილს ზრდიან, თავიანთი სხვა საქმიანობების პარალელურად.

რუსა ჩაჩუა

ქართველი მოდელი რუსა ჩაჩუა, რომელიც ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაშია, იმავდროულად 4 შვილის დედაა. უფროსი შვილები მოდელს პირველი ქორწინებიდან ჰყავს, ორი უმცროსი კი - ბიზნესმენ დიმა ნაფეტვარიძესთან დაქორწინების შემდეგ შეეძინა.

98071112-3152045854815865-8590437103173632-n-1679903374.jpg301501080-5576062275747532-1565717076407647925-n-1679903375.jpg122419867-272839080669949-213677998376791345-n-1626693903-1679903374.jpg

თეა დარჩია

სუხიშვილების მოცეკვავეს და ქორეოგრაფს თეა დარჩიას და მის მეუღლეს გუჯა მათიაშვილს ოთხი შვილი ჰყავთ. უფროსი გოგონა მარიამი ასევე სუხიშვილების მოცეკვავეა, თეას ვაჟი კი ცოტა ხნის წინ დაოჯახდა. თეა ხშირად ამბობს, რომ ძიძების გარეშე გაზარდა შვილები და ძალიან ეხმარებოდა მათ აღზრდაში მეუღლე.

tea-darchia-w-h-1679903591.jpeg

თეა დარჩია: ძიძა არც ერთ შვილზე არ ამიყვანია... ქმარი მეხმარება

ნინო ცქიტიშვილი

ცნობილ მოდელსა და სამოდელო სტუდიის მფლობელ ნინო ცქიტიშვილს და მის კალათბურთელ მეუღლეს ვატო ნაცვლიშვილს ასევე ოთხი შვილი ჰყავთ. მათი ქალიშვილი თაკო ნაცვლიშვილი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ქართველი მოდელია. ასევე სამოდელო სფეროშია მეორე ქალიშვილი - ანა.

9797fbc4c6ba0e260ff4a18cc8ee3b4e-1679903741.jpg
ნინო ცქიტიშვილი

tako3-1679903741.jpg

nino-cqitishv-1679903819.jpg

ქეთა ლორთქიფანიძე

ცნობილი მსახიობი, "შუა ქალაქის" ვარსკვლავი ქეთა ლორთქიფანიძე 5 შვილის დედაა. გარდა მსახიობობისა და დედობისა, ქეთამ ბოლო პერიოდში ბიზნესშიც სცადა ძალები და საკუთარი საქმე წამოიწყო, რაშიც შვილებიც ეხმარებიან.

121966048-4799511070066670-6486924254063632942-n-1679903912.jpg

qeta-lortqifanidze-4444444-1679903927.jpg

„რომ ვთქვა, იდეალური დედა ვარ, ნამდვილად არ ვარ, უსამართლოდაც ვბრაზდები ხოლმე“ - 5 შვილის დედა ქეთა ლორთქიფანიძე ახალ საქმიანობასა და დედობაზე

ანუკი არეშიძე

ქართველი მოდელი და დიზაინერი, ქალაქის მერის კახა კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე ასევე მრავალშვილიანი დედაა - ის ოთხ ვაჟს ზრდის და თავის საქმიანობას მშვენივრად უთავსებს დედობას.

anuki-areshidze-w-h-1679904028.jpeg

kakxa-1-1679904028.jpg

თაკო ტაბატაძე

მსახიობი თაკო ტაბატაძე ასევე ოთხი შვილის დედაა. ის და მუსიკოსი გია ბაღაშვილი ცოტა ხნის წინ დაშორდნენ ერთმანეთს და თაკო ქალიშვილებთან ერთად ცხოვრობს. მამაც აქტიურად არის ჩართული ბავშვების აღზრდის პროცესში.

tako-1-1679904160.jpg

tabataze-tako-1679904160.jpg

ხატია სიჭინავა

ყოფილ ტელეწამყვანს ხატია სიჭინავასა და მის მეუღლეს, სპორტსმენ რამაზ ნოზაძეს ასევე ოთხი შვილი ჰყავთ, რომლებსაც თაკო მეუღლის აქტიური ჩართულობით და ასევე ძიძის დახმარებით ზრდის.

xatia-sichinava-1-1679904250.jpg

khatia-sichinava-o-h-1679904250.jpeg

ხატია სიჭინავა და მისი 4 შვილის ძიძა - თამუნა 12 წელია ჩვენთან ცხოვრობს შვილთან ერთად... ჩემი მარჯვენა ხელია და რაღაც მომენტში ჩემს თავზე მეტად ვენდობი...