ქათამი, კვერცხი, პასკა... - ვის გადასცემს თბილისის მერია სააღდგომოდ სასურსათო კალათას და რა პროდუქტები იქნება კალათაში - მშობლები

ქათამი, კვერცხი, პასკა... - ვის გადასცემს თბილისის მერია სააღდგომოდ სასურსათო კალათას და რა პროდუქტები იქნება კალათაში

2023-03-31 12:14:31+04:00

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ, უფასო სასადილოების ბენეფიციარებს სააღდგომოდ სასურსათო კალათას გადასცემს. ამის შესახებ მერიაში განგვიცხადეს. ნობათი ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით სასადილოებში გაიცემა.

მერიის ინფორმაციით, 1 სულზე 1 სასაჩუქრე პაკეტია გათვალისწინებული, 2-3-სულიან ოჯახზე - 2 სასაჩუქრე პაკეტი, 4-5-სულიან ოჯახზე - 3 სასაჩუქრე პაკეტი, 6-7-სულიან ოჯახზე - 4 სასაჩუქრე პაკეტი, 8-9-სულიან ოჯახზე - 5, 10-11-სულიან ოჯახზე - 6 სასაჩუქრე პაკეტი, 12-13-სულიან ოჯახზე - 7 სასაჩუქრე პაკეტი, 14-15-სულიან ოჯახზე - 8, ხოლო 16-სულიან ოჯახზე 9 სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა.

თითოეულ პაკეტში შედის:

  • სააღდგომო პასკა, არა ნაკლებ 900 გრამისა
  • კვერცხი - 10 ცალი
  • წითელი, მშრალი ღვინო - 0,75 მლ-იანი
  • შოკოლადის კანფეტი - 1 კილოგრამი
  • კარამელის კანფეტი - 1 კილოგრამი
  • გაყინული ქათამი - წონა არა ნაკლებ 900 გრამისა
  • ნაღების კარაქი - არანაკლებ 200 გრამისა
  • მცენარეული ზეთი, რაფინირებული
  • ხმელი ლობიო - 900-გრამიანი პაკეტით

იმ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც უფასო სასადილოების ბენეფიციარები არ არიან, სასურსათო კალათის მისაღებად განცხადებით შეუძლიათ მიმართონ თბილისის მერიას. დამატებითი დეტალები კი შეგიძლიათ მერიის ცხელ ხაზზე გადაამოწმოთ: 2 72 22 22

თამარ იაკობაშვილი