"სულ უფრო მეტი მშობიარე სთხოვს ექიმებს, რომ არ გადააგდონ პლაცენტისა და ჭიპლარის ნარჩენები" - ახალი გატაცება, რომელიც ბიზნესაც იქცა - მშობლები

"სულ უფრო მეტი მშობიარე სთხოვს ექიმებს, რომ არ გადააგდონ პლაცენტისა და ჭიპლარის ნარჩენები" - ახალი გატაცება, რომელიც ბიზნესაც იქცა

2023-04-05 13:10:39+04:00

ბავშვი დედის სხეულში ჭიპლარის საშუალებით სუნთქავს და იკვებება. ნაყოფი ამნიონურ სითხეშია და არ შეუძლია ფილტვების სასუნთქად გამოყენება. პლაცენტა და ჭიპლარი, გარდა იმისა, რომ სუნთქვაში ეხმარება, არეგულირებს ორსულის ჰორმონების დონეს, ატარებს ბავშვისა და დედის სისხლს მათი შერევის გარეშე.

ბავშვის გაჩენის შემდეგ პლაცენტა და ჭიპლარი აღარ არის საჭირო და მეანები მათ,, როგორც ბიომასალას, ნარჩენებში ყრიან.

ბოლო დროს უფრო და უფრო მეტი მშობიარე ქალი სთხოვს ექიმებს, რომ არ გადააგდონ მშობიარობის შემდგომი ბიომასალა. ახლახან კი ახალი ტენდენცია გაჩნდა - პლაცენტა და ჭიპლარი ხელოვნების ნიმუშებად აქციეს. მშობლები გამხმარი ჭიპლარით ნახატებსა და აპლიკაციებს ქმნიან.

chiplar-1680685956.jpeg

chip-1680686026.jpeg

სოციალურ ქსელებში არის გვერდები, რომლებიც პლაცენტის ფრაგმენტების ლამაზ ხელნაკეთობებად გადაქცევას გვთავაზობენ. ეს ქმნილებები ორ ფუნქციას შეითავსებენ - დაამშვენებს სახლს და ასევე ცხოვრების მნიშვნელოვანეს მომენტს შეახსენებენ მშობლებს .

placent-1680686026.jpegchplar-1680686026.jpeg

480x640-0xac120004-4557819881680608586-1680687363.jpeg

ზოგიერთ ნახატში ვერც გამოიცნობთ, რისგან არის დამზადებული. ასევე არსებობს სერვისი, როგორიცაა პლაცენტური ანაბეჭდი ქაღალდზე. აქ ნათლად ჩანს იმ ორგანოს კონტურები, რომლითაც ბავშვი გაიზარდა. სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ იპოვოთ უამრავი ნიმუში, რომელიც ქალებმა საკუთარი ხელით გააკეთეს.

დედის რომელი ჰორმონები აღწევს პლაცენტადან ნაყოფის ტვინში და რას იმახსოვრებს მუცლად მყოფი ბავშვი ისეთს, რაც ორსულმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს
5 ვარსკვლავი, რომლებმაც მშობიარობის შემდეგ პლაცენტა შეჭამეს
საქართველოში პირველი მშობიარე გადაურჩა პლაცენტა პერკრეტას სასიკვდილო დიაგნოზს: მსგავსი ოპერაცია მსოფლიო მედიცინაში აღწერილი არ არის