"როგორც მეუღლეში უნდა გაგიმართლოს, ისე უნდა გაგიმართლოს ძიძაში... ეს არის ბედნიერების გარანტია..." - ნანუკა გულუა ძიძაზე, წონის პრობლემებზე და კიდევ ერთი შვილის გაჩენაზე - მშობლები

"როგორც მეუღლეში უნდა გაგიმართლოს, ისე უნდა გაგიმართლოს ძიძაში... ეს არის ბედნიერების გარანტია..." - ნანუკა გულუა ძიძაზე, წონის პრობლემებზე და კიდევ ერთი შვილის გაჩენაზე

2023-04-11 11:25:44+04:00

ტელეწამყვანმა ნანუკა გულუამ სოციალურ ქსელში თავის გამომწერებს უპასუხა შეკითხვებზე დედობასთან, ძიძის შერჩევასთან და სხვა მსგავს თემებთან დაკავშირებით.

ნანუკამ ისაუბრა იმაზე, რომ საკეისრო გაიკეთა, თუმცა არ გაჭირვებია და მეორე დღესვე ფეხზე იდგა. რაც ყველაზე დიდი პრობლემა დარჩა ორსულობის შემდეგ, ეს წონაა, რომელსაც დღესაც ებრძვის:

"ჯერ ვერ გავხდი, მშობიარობის შემდეგ ვიტანჯები და პირველივე წამიდან ვარ დიეტაზე... ახლა შევუტიე და იმედია მივალ ჩემს სასურველ ფორმასთან ახლოს".

პატარა ნინა 6 თვიდან დამატებით კვებაზეა და ფაფებს და წვნიანებს მიირთმევს. როგორც ნანუკა ამბობს, ბუნებრივი კვება სცადა ცოტა ხანს, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვეღარ გააგრძელა.

ხშირად აღნიშნავს ნანუკა, რომ ძალიან გაუმართლა ძიძაში და ახლაც ისაუბრა ამაზე:

"ეს ისეთი საკითხია, როგორც მეუღლეში უნდა გაგიმართლოს, ისე უნდა გაგიმართლოს ძიძაში. ეს მშვიდი ცხოვრების გარანტიაა... ირა რომ არ მყავდეს, მართლა ძალიან გამიჭირდებოდა. ბედნიერად და მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ დავუტოვებ, როგორც საკუთარ შვილს, ისე მიხედავს".

330146390-853136245782010-886669390871853689-n-1676014706-1681198395.png

ასევე ჰკითხეს გამომწერებმა, გეგმავს თუ არ კიდევ შვილის გაჩენას და ტელეწამყვანმა უპასუხა, რომ აუცილებლად უნდა კიდევ შვილი.