დედამ შექსპირის მეუღლის სახელი დაარქვა და მომავალი კარიერაც დაუგეგმა, თავად კი ბავშვობაში მონაზვნობაზე ოცნებობდა... - ენ ჰეთეუეის გზა კინოვარსკვლავობამდე და ორი შვილის დედობამდე - მშობლები

დედამ შექსპირის მეუღლის სახელი დაარქვა და მომავალი კარიერაც დაუგეგმა, თავად კი ბავშვობაში მონაზვნობაზე ოცნებობდა... - ენ ჰეთეუეის გზა კინოვარსკვლავობამდე და ორი შვილის დედობამდე

2023-04-13 20:06:45+04:00

ამერიკელი მსახიობი ენ ჰეთეუეი ბევრისთვის საყვარელი ადამიანია და უამრავი გულშემატკივარი ჰყავს მთელ მსოფლიოში. წარმატებული მსახიობი, რომელმაც კარიერაში ყველა მწვერვალი დაიპყრო და სანუკვარი "ოქროს გლობუსი" და "ოსკარის" ჯილდოებიც მიიღო, ორი შვილის დედაც არის და არანაკლებ დროსა და ენერგიას ხარჯავს იმაზე, რომ კარგი დედა იყოს.

ენი 1982 წლის 12 ნოემბერს დაიბადა ნიუ-იორკში. მამამისი ადვოკატია, დედა - კეიტ მაკალეი, თეატრის მსახიობი. დედას ირლანდიური ფესვები აქვს, მამას - ირლანდიური, ფრანგული, ინგლისური და გერმანული. გოგონას ორი ძმა ჰყავს.

ენს სახელი დედამ დაარქვა, შექსპირის ცოლის ენ ჰეთეუეის პატივსაცემად და თავიდანვე დაისახა მიზნად, მისი გოგონა მსახიობი გამხდარიყო.

intro-1570631655-1681406667.jpg

დედა გოგონას ბავშვობიდან უღვივებდა თეატრის სიყვარულს და უკვე 10 წლის ენი პროფესიონალურ სცენაზე თამაშობდა. გარდა ამისა, ძალიან კარგი ხმა ჰქონდა და მღეროდა, სკოლისა და სტუდენტობის ასაკში გუნდშიც ირიცხებოდა. თუმცა როგორც მოგვიანებით აღნიშნა, მსახიობობაზე მეტად ადრეულ ასაკში მონაზვნობაზე ოცნებობდა - მისი ოჯახი რელიგიური იყო და ყველა დღესასწაულზე კათოლიკურ ეკლესიაში დადიოდნენ.

uzn-15142886423-1681406889.jpg

თუმცა შემდეგ დიდი გავლენა იქონია მასზე დედამ. გარდა იმისა, რომ დედა სულ ესაუბრებოდა მსახიობობაზე, თავადაც ხედავდა, როგორ თამაშობდა დედამისი თეატრში და ნელ-ნელა მოიწამლა სცენის მტვერით. მალე გადაწყვიტა, რომ სწორედ ხელოვნებისთვის მიეძღვნა თავი.

gettyimages-96184780-612x612-1681406999.jpg
ენი მშობლებთან ერთად

მშობლები ყველაფერში მხარში ედგნენ. მამაც მხარს უჭერდა გადაწყვეტილებაში, თუმცა იმ პირობით, თუ სრულფასოვან განათლებას მიიღებდა. ენი სულაც არ ოცნებობდა აკადემიურ განათლებაზე, თუმცა მშობლებს არ შეეწინააღმდეგა და უმაღლესი განათლებაც მიიღო.სკოლის დამთავრების შემდეგ ნიუ-იორკის ვასარის უნივერსიტეტში ჩააბარა ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტზე.

1666808176-1666389038-anne-hathaway-best-style-fashion-1681407298.jpg

1998 წლიდან გამოჩნდე პირველად ტელესერიალებში. 2001 წელს შეასრულა მთავარი როლი "პრინცესას დღიურში", რომელმაც პირველი აღიარება მოუტანა. მერე იყო მნიშვნელოვანი როლი მერილ სტრიპთან ერთად ფილმში "ეშმაკი ატარებს პრადას" და კიდევ ბევრი საინტერესო და დასამახსოვრებელი როლი, რამაც ნამდვილ კინოვარსკვლავად აქცია.

my-ranking-of-every-anne-hathaway-film-performanc-2-4258-1577063309-12-dblbig-1681407340.jpg

2592561128-4fe54a4bd1-b-1681407339.jpg

კინოვარსკვლავის სტატუსს მოჰყვა ჭორები მის რომანებზე, თუმცა ოფიციალურად 4 წელი ხვდებოდა იტალიელ ბიზნესმენ რაფაელო ფოლიერის, რომელსაც მოგვიანებით 50 მლნ დოლარის გატაცება დასდეს ბრალად. ამ სკანდალის შემდეგ, ენი რაფაელოს დაშორდა და მალევე გაიცნო მსახიობი და იუველირი ადამ შულმანი, რომელსაც 2012 წელს გაჰყვა ცოლად.

anne-hathaway-and-adam-shulman-attend-the-ceremony-honoring-news-photo-1625084087-1681407339.jpg

2016 წელს ეყოლა წყვილს ვაჟი ჯონათანი, 2019 წელს კი - ჯეკი.

anne-hathaway-and-husband-adam-shulman-steps-out-in-the-rain-with-their-son-in-venice-italy-010918-4-1681407340.jpg

ენი ხშირად ამბობს, რომ ცდილობს, იყოს კარგი დედა და ძალისხმევას არ იშურებს ამისთვის. დრო ისე აქვს განაწილებული, რომ არც კარიერა დაზარალდეს, არც ოჯახი. ჯერჯერობით ამას ახერხებს.

c11846347ddbd27198f47a8ebb5bc6da-1681407340.jpganen-hathaway-2-300x424-1681407339.jpganne-hathaway-elle-1681402819.jpg

ენი ქველმოქმედებითაც არის განთქმული და საკმაოდ დიდ თანხებს სწირავს ქალებისა და ბავშვების უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, ასევე ჰეპატიტით დაავადებული ბავშვების ფონდებს.