15 ხერხი, რომ ჩვილის ნერვული სისტემის მდგომარეობა სახლის პირობებშიც შეამოწმოთ და დროულად გამოასწოროთ - მშობლები

15 ხერხი, რომ ჩვილის ნერვული სისტემის მდგომარეობა სახლის პირობებშიც შეამოწმოთ და დროულად გამოასწოროთ

2023-04-19 08:57:34+04:00

ერთი შეხედვით ახალშობილი სრულიად უმწეო ჩანს, მაგრამ ასე არ არის. როგორც კი ბავშვი იბადება, მაშინვე პირით დედის მკერდის ძებნას და ძუძუს წოვას იწყებს. ასე რომ, ის ნამდვილად ახერხებს საკვების „მოპოვებას“. მაგრამ ეს ერთადერთი ცხოვრებისეული უნარი არ არის, რაც ახალშობილს პირველივე დღეებიდან თან დაჰყვება.

თანდაყოლილი რეფლექსები ევოლუციის გზით შორეული წინაპრებისგან მემკვიდრეობით გადმოგვეცა. ისინი ორსულობის პირველ კვირებში ნაყოფის განვითარების დროს ყალიბდება და დაბადებიდან პირველ საათებში, დღეებში ან კვირაში იჩენს თავს. ყველა თანდაყოლილი რეფლექსი მოქმედებს უპირობოდ, ანუ ისინი ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ წარმოიქმნება და არ ექვემდებარება ცნობიერ კონტროლს. სინამდვილეში, ეს არის ნერვული სისტემის უნებლიე რეაქციები გაღიზიანებაზე, რომელიც სხეულის შიგნით ან მის გარეთ მიმდინარეობს. ისინი ძირითადად შუა ტვინით რეგულირდება. როდესაც ცერებრალური ქერქი (უფრო სრულყოფილი ნაცრისფერი ნივთიერება) იწყებს განვითარებას, ის ნერვული სისტემის ძირითადი ნაწილის გაკონტროლებას იწყებს. როგორც კი ეს მოხდება, თანდაყოლილი რეფლექსები ადგილს უთმობენ პირობითს. უფრო მეტიც, უნებლიე რეაქციების უმეტესობის უკვე სიცოცხლის პირველ წელს ქრება.

როგორ შევამოწმოთ

თუ მშობლებს გეცოდინებათ უპირობო რეფლექსების გამოვლინებისა და გაქრობის დრო, ნორმიდან გადახრას დროულად შეამჩნევენ და დროულად მიმართავენ ექიმს. მაგრამ ამ ყველაფრის შემოწმებისას გარკვეული წესები უნდა დაიცვათ. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, მშიერია ბავშვი თუ მაძღარი. პირველ მდგომარეობაში ის ენერგიულად რეაგირებს გაღიზიანებაზე, მეორეში შემთხვევაში კი - დუნედ. ასე რომ, ტესტირება საუკეთესოა კვებიდან არა უადრეს ნახევარი საათისა, დილით. სასურველია, რომ ოთახში ტემპერატურა იყოს 22-24 ° C.

პირის ღრუს რეფლექსები ყველაზე მნიშვნელოვანი უპირობო რეფლექსებია, რადგან მათი წყალობით ბავშვს შეუძლია საკვების „მოპოვება“. ეს ხდება ბავშვის ტუჩების გაღიზიანების საპასუხოდ.

ეს რეფლექსი ერთი წლის განმავლობაში იწყებს გაქრობას და 1,5-2 წლის შემდეგ ბოლომდე ქრება. ექსპერტების აზრით, ამ გზით ბუნებამ განსაზღვრა ძუძუთი კვების დასრულების ოპტიმალური დრო.

წოვის რეფლექსი. ახალშობილს მხოლოდ მკერდის მიცემა სჭირდება და ის იწყებს რიტმულ წოვით მოძრაობებს. იგივე რეაქცია იქნება საკუთარ ან სხვის თითზე, საწოვარაზე, სათამაშოზე. რეფლექსი ჩნდება დაბადებიდან თითქმის პირველივე საათიდან და ქრება 12-18 თვისთვის.

ხორთუმისებრი რეფლექსი. პირის კუთხესთან თითის დარტყმა იწვევს ტუჩების რკალის შეკუმშვას და მათ წინ წამოწევას (ხორთუმივით). რეფლექსი ნარჩუნდება 2-3 თვემდე.

ძუძუს ძიება. ფრთხილად და ნაზად მოეფერეთ ბავშვის პირის კუთხეს ან შეახეთ საწოვარა ლოყაზე ტუჩების გვერდით - ის მყისიერად შეაბრუნებს თავს იმ მიმართულებით, საიდანაც სტიმული მოვიდა. ხოლო თუ ძუძუს ქვედა ტუჩის შუა ნაწილზე ოდნავ დააჭერთ, პირი გაიხსნება, კისერს მოხრის და ბავშვი ტუჩებით შეეცდება დაჭერას. ეს რეფლექსი მიუთითებს ტვინის ღრმა სტრუქტურების კოორდინირებულ მუშაობაზე. მის საფუძველზე იქმნება მიმიკური რეაქციები. ეს უნარი ჩნდება სიცოცხლის პირველ დღეს და გრძელდება 3-4 თვემდე.

ბაბკინის რეფლექსი. თუ ბავშვს მსუბუქად დააჭერთ ცერა თითს ხელისგულის ცენტრში, ის პირს გაიღებს და თავს იმავე მხარეს მიაბრუნებს. იგივე გააკეთეთ მეორე ხელზე. რეაქცია ორივე მხრიდან ერთნაირი უნდა იყოს. რეფლექსი ამზადებს საფუძველს პირის ღრუს და ხელების შეგნებული მოძრაობებისთვის, რისი დახმარებითაც ბავშვი მალე დაიწყებს სამყაროს შესწავლას. ეს უნარი ბავშვში ვლინდება სიცოცხლის პირველი 2-3 დღის განმავლობაში და ქრება 3 თვის განმავლობაში.

სპინალური რეფლექსები მოძრაობითი რეფლექსები, რომლებიც ზურგის ტვინით რეგულირდება. მათი მონაწილეობით ჩვენი სხეული სხვადასხვა პოზებს იღებს და სივრცეში მოძრაობს. ამ „რეაქციის“ სიძლიერის შემოწმებით ექიმს შეუძლია შეაფასოს ბავშვის მოტორული აქტივობა.

ტაცების რეფლექსი. ჩაუდეთ ცხვირსახოცი ბავშვს ხელისგულში და ის მაშინვე მუშტში მოიქცევს მას. ხანდახან ხელში მიცემულ საგანს მუშტს იმდენად ძლიერად უჭერს, რომ თქვენს თითებზე ჩაბღაუჭებული ბავშვი შეგიძლიათ ჰაერშიც ასწიოთ. რეფლექსი ხელს უწყობს ნატიფი მოტორული უნარებისა და მეტყველების აქტივობის განვითარებას. ჩნდება სიცოცხლის პირველ კვირას და ქრება 3-4 თვის შემდეგ.

ზოგიერთი ენთუზიასტი ახალშობილებს ასწავლის, რომ „მაგიდაზე იარონ“ ან „დადგეს“ დედის ან მამის ხელისგულში. თუმცა, ასეთი ვარჯიშების დროს ბავშვის მოუმწიფებელ ძვალ-კუნთოვან სისტემა გადაჭარბებული დატვირთვა ადგება, რამაც შეიძლება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს (არასწორი პოზა, მრუდფეხობა)

ავტომატური სიარული. მოაბრუნეთ პატარა თქვენსკენ, თავი თითებით დააფიქსირეთ. მაღლა რომ ასწევთ, ფეხებს მოხრის, ზედაპირზე დაშვების შემთხვევაში კი ფეხზე დადგება. თუ წინ უბიძგებთ, ნაბიჯების გადადგმას და სიარულს დაიწყებს. ეს არის ავტომატური სიარული. თუ ბავშვს ფეხები აეხლართა, არა უშავს: სიცოცხლის პირველ 1,5 თვეში ეს ნორმალურია. რეფლექსი ამზადებს სიარულისთვის. ვლინდება სიცოცხლის პირველ კვირებში და ქრება 3 თვის განმავლობაში.

chvili_77e95.jpg

მცოცავი რეფლექსი. დააწვინეთ ბავშვი მუცელზე და ხელისგულებით შეეხეთ მის ფეხის გულებს. ის მაშინვე უბიძგებს საყრდენს და წინ გაჩოჩდება. რეფლექსი ააქტიურებს ტვინის თითქმის ყველა უბანს, ავითარებს მოძრაობების კოორდინაციას. ბავშვები ასე „ცოცვას“ ცხოვრების მე-3-4 დღიდან იწყებენ და 3-4 თვის შემდეგ უკვე გაცნობიერებულად ცდილობენ გაცოცებას.

რეფლექსი გალანტი. ახალშობილს ხერხემლის გასწვრივ თითს თუ ჩამოვუსვამთ, ის მოიდრიკება მთელი სხეულით და იღებს ემბრიონის პოზას. რეფლექსი ნარჩუნდება 3 თვემდე. რეფლექსი ამზადებს ნერვულ სისტემას მოძრაობების გაზრებული კოორდინაციისთვის და აძლიერებს კავშირს ტვინის ნახევარსფეროებს შორის. ჩნდება მე-5-6 დღიდან და 3-4 თვეში გაქრება.

დამცავი რეფლექსი. დააწვინეთ ბავშვი მუცელზე, ის მაშინვე გადაატრიალებს თავს გვერდზე და შეეცდება აწიოს. რეფლექსი ხელს უწყობს სხეულის, თავის, ხელებისა და ფეხების ყველაზე კომფორტულ მდგომარეობაში შენარჩუნებას სუნთქვისთვის (მშობიარობის დროს, ეს რეფლექსი საშუალებას აძლევს ბავშვს, არ დაიხრჩოს). იგი გამოხატულია უკვე სიცოცხლის პირველ საათებში და ქრება 1,5 თვის განმავლობაში.

პერესის რეფლექსი. მოათავსეთ ბავშვი მუცელზე და გაუსვით თითი ხერხემლის გასწვრივ, გაუსვით კუდუსუნის ძვლიდან კისრამდე და მსუბუქად დააჭირეთ ხერხემალს. რეაქციები ასეთი იქნება: ხანმოკლე აპნოე (სუნთქვის შეჩერება, ტირილი, თეძოს აწევა, ზემო კიდურების მოხრა, ანალური ხვრელის გამოზნექა- დეფეკაცია. რეფლექსი ნარჩუნდება 3 თვემდე. და ექიმს ზურგის ტვინის ფუნქციონირების შეფასების საშუალებას აძლევს. ჩნდება სიცოცხლის პირველ კვირაში და გაივლის 3-4 თვის განმავლობაში.

ბაბინსკის რეფლექსი - თუ ახალშობილს შიშველ ტერფზე თითს სიგრძეზე დაუსვამთ, ის ჯერ ცერს წამოწევს(აბზეკს), შემდეგ დანარჩენ ოთხ თითს მარაოსებრად გაშლის და ერთად მოხრის. რეფლექსი ნარჩუნდება 6 თვემდე.

კისრის მატონიზირებელი რეფლექსები პასუხისმგებელია კუნთების უნარზე, დააფიქსირონ და შეინარჩუნონ სხეულის სასურველი პოზიცია. ისინი საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ ბავშვის კუნთების ტონუსი და მედულას მოგრძო და შუა ტვინის განვითარება.

ტონუსური კისრის რეფლექსი - თუ ახალშობილს დავაწვენთ ზურგზე და თავს მივუბრუნებთ, იმ მხარეს, საითაც თავი ექნება მიბრუნებული, გაჭიმავს ხელს და ფეხს, ხოლო მეორე მხარეს კი კიდურებს მოხრის. რეფლექსი ნარჩუნდება 8 თვემდე.რეფლექსი კოორდინაციას უწევს თვალებისა და ტვინის მუშაობას და ხელს უწყობს ვესტიბულური აპარატის განვითარებას. ჩნდება სიცოცხლის პირველ დღეებში და ქრება 3-4 თვისთვის.

სიმეტრიული. ნაზად მოხარეთ ბავშვის თავი ისე, რომ ნიკაპი მკერდს შეეხოს: მკლავებს მაშინვე მოხრის, ფეხები კი გასწორდება. თუ თავს გაუსწორებთ, ყველაფერი პირიქით იქნება: მკლავებს გაშლის, ფეხებს კი მოხრი. ეს „ჯაჭვური რეაქცია“ ამზადებს ბავშვს ცოცვისთვის. ჩნდება სიცოცხლის პირველ დღეებში და ქრება 3-4 თვის განმავლობაში.

ლაბირინთული. მუცელზე წოლისას ბავშვის თავი მკერდს ებჯინება ან უკან გადაქანდება, ზურგის თაღი აიწევს, ხელებს მკერდთან მიიტანს, თითები მუშტებად არის შეკრული, ფეხები მუხლებში იხრება. რამდენიმე წუთის შემდეგ ბავშვი ცურვითი მოძრაობების შესრულებას იწყებს, რომელიც სპონტანურ ცოცავში გადადის. რეფლექსი ხელს უწყობს კუნთების ვარჯიშს, რათა მოგვიანებით ბავშვი დაჯდეს ან ფეხზე დადგეს. ჩნდება სიცოცხლის პირველ დღეებში და ქრება 3-4 თვისთვის.

მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ ბავშვის ზოგად მდგომარეობას. თუ რეფლექსების გამოვლინებაში ცვლილებებია, მაგრამ არ არსებობს სხვა ნევროლოგიური პათოლოგიები, მაშინ ეს შეიძლება ახალშობილის სხეულის ინდივიდუალური მახასიათებელი იყოს და არ უნდა შეგეშინდეთ. მთავარია ექიმის დასკვნა, რომ „ჩვილის ფიზიოლოგიური რეფლექსური რეაქციები ნორმალურია“.

ყველაფერი კონტროლის ქვეშაა

ექიმი ბავშვის თანდაყოლილ რეფლექსებს ყოველი გასინჯვისას ამოწმებს. ეს რუტინული პროცედურა საშუალებას გაძლევთ მარტივად და ეფექტურად აკონტროლოთ ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარება: ნორმიდან გადახრები დაუყოვნებლივ შესამჩნევი ხდება. ასე რომ, რეფლექსები შეიძლება იყოს სუსტი, ძალიან ძლიერი ან ასიმეტრიული. ყველაზე ხშირად რისკის ქვეშ არიან ნაადრევი ჩვილები; ბავშვები, რომლებმაც ჰიპოქსია, ასფიქსია, საშვილოსნოსშიდა ინფექცია ან დაბადების ტრავმა გადაიტანეს; ჩვილები გარკვეული მემკვიდრეობითი დაავადებებით (მიოპათია, ფენილკეტონურია და ა.შ.).

ბავშვებში, რომელსაც სიცოცხლის პირველ კვირებში რაიმე დაავადება ჰქონდათ, რეფლექსები, როგორც წესი, დროებით სუსტდება: ამ ასაკში ყოველი უკმარისობა ნერვული სისტემის აქტივობის დაქვეითებას იწვევს. სამკურნალოდ სამივე შემთხვევაში ნევროლოგები უნიშნავენ კლასიკურ თერაპიულ მასაჟს და ვარჯიშს, საჭიროების შემთხვევაში კი ნოოტროპიკებს – წამლებს, რომლებიც აუმჯობესებენ ტვინის აქტივობას. იგივე ტაქტიკა გამოიყენება უპირობო რეფლექსების გვიან გაქრობის შემთხვევაშიც.