მანქანების მასშტაბური მოდელების ამერიკული ბრენდი Hot Wheels 1968 წლიდან, ყველა მანქანის მოყვარული ბავშვის სათამაშოების კოლექციის განუყოფელი ნაწილია. დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღების გარდა, Hot Wheels-მა სათამაშო მანქანებში, 480 კმ.სთ-ზე მეტი სიჩქარე განავითარა, პლასტმასის ბილიკებზე სრიალისას. მთავარი მიზეზი კი იმ ექსცენტრიული ინჟინრის მიერ შექმნილი საკისრები იყო, რომელიც პარალელურად, რაკეტებსაც აპროექტებდა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტია, რომელიც სავარაუდოდ მსოფლიოში ცნობილი ბრენდის, Hot Wheels-ის შესახებ არ იცოდით.
მანქანების, ტრასების და ავტოგადამზიდი სატვირთოების დიდ არჩევანს, ამასთან ერთად, ცნობილი ანიმაციური ფილმის Cars-ის გმირებს, მსოფლიოში ცნობილი მწარმოებლის - კანადური კომპანია Mattel უმაღლესი ხარისხით აწარმოებს. სწორედ Mattel-მა წარმოადგინა 1968 წელს Hot Wheels, რომელიც უკვე 55 წელია მსოფლიოს ბაზარზე არსებობს და მრავალ ქვეყანაშია ცნობილი.
მაგალითად, ლარი ვუდი ხელმძღვანელობდა არაერთი მოდელის მანქანის განვითარების პროცესს. სანამ Mattel-ს შეუერთდებოდა, ის 1960-იან წლებში Ford-ში მუშაობდა.
ამან გამოიწვია მრავალი სატელეფონო ზარი როგორც ბავშვებისგან, ასევე მათი მშობლებისგან. საბოლოოდ, მან ნომერი შეცვალა.
ამ ისტორიის რამდენიმე ვერსია არსებობს, Mattel-ის ოფიციალური ვერსიით კი, ელიოტ ჰენდლერმა დაინახა ჰარი ბრედლი (Hot Wheels-ის დიზაინერი) ავტოსადგომზე, თავის El Camino-ს გვერდით და თქვა: “Those are some hot wheels!” („ეს ძალიან მაგარი მანქანაა“).
ის თავის დროში კალიფორნიული ინდივიდუალური სტილის სიმბოლო იყო და ელიოტმა ჰარის მისი გამოყენება ურჩია ორიენტირად.
პოპულარული ვერსიის თანახმად, იმის გამო, რომ ჰარი ბრედლი მუშაობდა GM-ში Hot Wheels-ში მოსვლამდე, მან შეძლო ავტომობილის ესკიზების მოპოვება, რათა ის უფრო ადრე გამოეშვა.
ამ სათამაშო მანქანების ღირებულება ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სხვებისა. საშუალოდ 100 დოლარი. ზოგი მათ რესტავრაციასაც უკეთებს.
1968 წელს პირველი მანქანის გამოშვების შემდეგ, წარმოებულია 4 000 000 000 (დიახ, ოთხი მილიარდი) ერთეული მანქანის მოდელი.
იგი შეიქმნა ცნობილი ბევერლი ჰილზის იუველირის მიერ, ბრენდის 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად. სათამაშო მორთულია 3000-ზე მეტი ბრილიანტით, რომელთა საერთო წონა 23 კარატია.
ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ ღებავენ მანქანას აკვარელით და აფუჭებენ მას, ჩვენ ვსაუბრობთ ნამდვილ ბურღებზე, შედუღებაზე, აეროგრაფებსა და ხელოსნებზე.
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი - „პეპელა“ Hot Wheels-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. სასიამოვნო სიახლე კი გათამაშებაა, რომელშიც ჩართვა შეუძლია ყველას, ვისაც ამ ბრენდის მანქანების კოლექცია აქვს!
გათამაშების პირობები მარტივია: თუ სახლში Hot Wheels-ის მანქანის მოდელების კოლექცია გაქვთ, გათამაშებაში ჩართვას შეძლებთ, რომელიც მთელი აპრილის განმავლობაში გაგრძელდება. პირველ რიგში, თქვენ უნდა მოიწონოთ და გააზიაროთ „პეპელას“ ვიდეო „ფეისბუქზე;“ შემდეგ, ატვირთოთ კომენტარში თქვენი მანქანების კოლექცია ფოტოს, ან ვიდეოს სახით და დააგროვეთ ყველაზე მეტი მოწონება. ამის შემდეგ ისღა დაგრჩენიათ, დაელოდოთ შედეგებს.
გამარჯვებული 30 აპრილს გამოვლინდება და საჩუქრად Hot Wheels-ის გრანდიოზული megic box-ი გადაეცემა!