რა იწვევს ნაადრევ მენოპაუზას და კლიმაქსს - მანანა მგალობლიშვილის განმარტება - მშობლები

რა იწვევს ნაადრევ მენოპაუზას და კლიმაქსს - მანანა მგალობლიშვილის განმარტება

2023-04-24 11:40:54+04:00

ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე პაციენტების ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს. ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა მენოპაუზას. კერძოდ, ადამიანს აინტერესებდა, შეიძლება თუ არა მენოპაუზა 35 წლის ასაკში დადგეს:

- მენოპაუზა ფიზიოლოგიური პროცესია, რომელიც დაახლოებით 45 წლის ასაკის ზემოთ დგება, თუმცა შესაძლებელია ბევრად ახალგაზრდა ასაკშიც დადგეს. ეს შეიძლება განპირობებული იყოს როგორც ორგანიზმის თავისებურებითა და გენეტიკური განწყობით, ასევე ქირურგიული ჩარევის შედეგად, რომლის დროსაც საკვერცხის ქსოვილის დიდი ნაწილის მოკვეთა ხდება. ამ დროს კვერცხუჯრედების რაოდენობა მცირდება და ქალი ნაადრევ კლიმაქსში შედის.