"მე აქ არ მოვ­სულ­ვარ იმის­თვის, რომ ჩემ­თვის მო­ვი­თხო­ვო წა­მა­ლი, მე და­ვაგ­ვი­ა­ნე, არ მჭირ­დე­ბა. აქ ვარ, რომ ამ ბავ­შვებმა არ გა­ნი­ცა­დონ ის ტკი­ვი­ლე­ბი, რაც მე თა­ვის დრო­ზე გან­ვი­ცა­დე..." - აქონდროპლაზიის მქონე ლაზარე ლელაძის მიმართვა - მშობლები

"მე აქ არ მოვ­სულ­ვარ იმის­თვის, რომ ჩემ­თვის მო­ვი­თხო­ვო წა­მა­ლი, მე და­ვაგ­ვი­ა­ნე, არ მჭირ­დე­ბა. აქ ვარ, რომ ამ ბავ­შვებმა არ გა­ნი­ცა­დონ ის ტკი­ვი­ლე­ბი, რაც მე თა­ვის დრო­ზე გან­ვი­ცა­დე..." - აქონდროპლაზიის მქონე ლაზარე ლელაძის მიმართვა

2023-04-24 12:06:20+04:00

თბილისში, აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მარში დასრულდა.

ისინი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან კვლავ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დაბრუნდნენ.

აქციაზე იმყოფებოდნენ დაავადების მქონე ბავშვებიც და აქონდროპლაზიის მქონე ერთი ზრდასრული პირი, ლაზარე ლელაძე.

მან შეკრებილებს სიტყვით მიმართა, რაც აქციის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი იყო.

“მე აქ არ მოვსულვარ იმისთვის, რომ ჩემთვის მოვითხოვო წამალი, მე დავაგვიანე, არ მჭირდება. აქ ვარ, რომ ამ ბავშვებს ჰქონდეთ ის და არ განიცადონ ის ტკივილები, რაც მე თავის დროზე განვიცადე.

ეს დედები წელიწადზე მეტია ითხოვენ იმ მედიკამენტს, რომელიც ასეთ საყვარელ ბავშვებს სიცოცხლესა და ჯანმრთელობაში შეუწყობს ხელს. თქვენ იცით, დედები რა ტკივილს განიცდიან და რა სტრესის ქვეშ არიან, როდესაც იციან, რომ სამწუხაროდ არსებობს მათი შვილების ღამით გაგუდვის საშიშროება უჰაერობის გამო. თქვენ იცით დედის გული როგორი მწარეა, როცა იცის, რომ შვილი ავადმყოფობს. ერთი კვირის რესტორნებისა და კონცერტების ხარჯი შეგიძლიათ გამოყოთ, რომ ასეთი საყვარელი ბავშვები ჯანმრთელად იყვნენ. განაგრძეთ კითხვა

რა თქმა უნდა, მას ახლავს რისკები... მე რომ ახლა მყავდეს შვილი ამ დიაგნოზით, ვეცდებოდი თუ არა ამ წამლის მოპოვებას? - სპეციალისტის მოსაზრება აქტუალურ თემაზე
ეს დაავადება გენეტიკურია და ამცირებს ბავშვების სიცოცხლის ხანგრძლივობას - რას ითხოვენ მშობლები სახელმწიფოსგან