ჯოლის შვილებს შორის ფავორიტი ჰყავს - ვის უანდერძა ყველაზე მეტი ფული და რის გამო დააჯილდოვა ასე გულუხვად - მშობლები

ჯოლის შვილებს შორის ფავორიტი ჰყავს - ვის უანდერძა ყველაზე მეტი ფული და რის გამო დააჯილდოვა ასე გულუხვად

2023-04-28 11:26:40+04:00

მიუხედავად იმისა, რომ ჯოლის ხშირად ადანაშაულებდნენ, არ არის იდეალური დედაო, გარედან ის ჩანს, რომ მსახიობი ყველაფერს აკეთებს შვილების ბედნიერებისთვის. იზიარებს მათ ინტერესებს, ხელს უწყობს განათლების მიღებაში, ყველას უთმობს დიდ დროს და ყველა მნიშვნელოვან მომენტში მათ გვერდითაა.

შაილო წითელ ხალიჩაზე უმშვენებს ხოლმე გვერდს, ზაქარას შოპინგზე დაატარებს ხოლმე, პაქსს კი, რომელიც ცოტა ხნის წინ მხატვარი გახდა, გამოფენების ორგანიზებაში ეხმარება,

ცოტა ხნის წინ უფროს ვაჟთან ერთად გამოჩნდა - 21 წლის მედოქსთან. ისინი ერთად დაესწრნენ თეთრ სახლში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრას სამხრეთკორეელ ლიდერ იუნ სოკ ელემთან. მედოქსი შემთხვევით არ მოხვედრილა ამ ღონისძიებაზე - 2018 წელს სამხრეთ კორეის კერძო უნივერსიტეტში ჩააბარა ბიოქიმიის ფაკულტეტზე და ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნის კულტურის მშვენივრად გაცნობაც მოასწრო.კრემისფერ ნაზ კაბაში შემოსილ ანჯელინას სმოკინგში გამოწყობილი მედოქსი უმშვენებდა გვერდს.

20004-9795453781682597012-1682667369.jpeg

ბოლო დროს დედა-შვილი ფაქტობრივად არ გამოჩენილა ერთად და გავრცელდა ხმები, თითქოს უთანხმოება ჰქონდათ. სხვათა შორის, 2002 წელს კამბოჯაში ნაშვილებ ბიჭუნას "დაწყევლილ თილისმასაც" უწოდებენ მეტსახელად, რადგან ძალიან მალე მას მერე, რაც პაწაწინა ბიჭუნა ჩამოიყვანა ამერიკაში, ის გაშორდა ბილი ბობ ტორნტონს და იჩხუბა მამასთან, რომელსაც არ სურდა შვილიშვილის აღიარება.

123171682599100-1682667522.jpeg

მოგვიანებით ასევე მედოქსს უკავშირებდნენ ანჯელინასა და ბრედ პიტის განქორწინებას. ამბობდნენ, რომ მედოქსი აქტიურად უწყობდა ხელს მათ დაშორებას და შემდეგ მანვე დაადანაშაულა ბრედ პიტი ფიზიკურ ძალადობაში. საუბარია თვითმფრინავში მომხდარ ცნობილ ჩხუბზე, როცა ანჯელინამ და ბრედმა იჩხუბეს, მედოქსი დედას გამოესარჩლა და როგორც ამბობენ, ამის გამო ბრედისგან სახეში სილა მიიღო. ამის მერე მალევე ენჯიმ მოითხოვა, ბრედისთვის მშობლის უფლება ჩამოერთმიათ. იმასაც ამბობენ, რომ ანჯელინა ისედაც ფიქრობდა განქორწინებაზე და რაკი მედოქსი მის გვერდით იყო მორალურად და ყველანაირად გვერდში ედგა, ამისთვის დედისგან ყველაზე გულუხვი ჯილდო მიიღო შვილებს შორის. რამდენიმე წლის წინ გახდა ცნობილი, რომ სწორედ მას უანდერძა ჯოლიმ თავისი ქონების დიდი ნაწილი - 116 მლნ დოლარი.