"გამიჩნდა კვანძები, გავხდი საოპერაციო... ვეღარ ვიმატებ, შემეცვალა გემოვნება, მირეკავდნენ, რა მოგივიდაო" - რა პრობლემები შეუქმნა სოფო ჯაფარიძეს პოპულარულმა დასაკლებმა პრეპარატმა? - მშობლები

"გამიჩნდა კვანძები, გავხდი საოპერაციო... ვეღარ ვიმატებ, შემეცვალა გემოვნება, მირეკავდნენ, რა მოგივიდაო" - რა პრობლემები შეუქმნა სოფო ჯაფარიძეს პოპულარულმა დასაკლებმა პრეპარატმა?

2023-05-12 13:25:53+04:00

ექიმსა და ტელეწამყვან სოფო ჯაფარიძეს ბოლო დროს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასაკლები პრეპრატის გამო ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. ამ თემაზე ნანუკა ჟორჟოლიანთან გულახდილად ისაუბრა. სოფომ მაყურებლებს სთხოვა, რომ თვითნებურად არასოდეს მიეღოთ ეს ინექცია, რომელმაც შეიძლება წონაში დაგაკლებინოთ, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზად იქცეს.

პრეპარატი საქართველოში არ იყიდება, მის გამოწერას მომხმარებლები სხვადასხვა ინტერნეტსაიტის საშუალებით ახერხებენ. რეალურად პრეპარატი წონაში დასაკლებად არ გამოიყენება, ექიმები მას დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულ პაციენტებს სამკურნალოდ, დამხმარე საშუალებად უნიშნავენ. რადგან ინექცია მადის დაქვეითებას იწვევს, ჩვეულებრივ შემთხვევაში ადამიანების ნაწილი მისი მოხმარებისას წონაში იკლებენ, მაგრამ უკუჩვენებები ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში იმდენად დიდია, რომ დაუშვებელია მისი მოხმარება ექიმის გარეშე

სოფო ჯაფარიძე:

- ყველა იმ აზრზეა, რომ არ მჭირდებოდა წონაში კლება, მაგრამ მე არ ვთვლი ასე. მესამე ბავშვის გაჩენის შემდეგ დისკომფორტი მქონდა, წონაში კლება გამიჭირდა, დაახლოებით ათი კილო მქონდა ზედმეტი. ასეთი გამხდარი როგორც ახლა ვარ, არასოდეს არ ვყოფილვარ არცერთ ასაკში, მაგრამ ამაზე 8 კილოთი მეტი ვიყავი მინიმუმი რაც აქამდე ვყოფილვარ. დიახ, ზედმეტი მომივიდა.

თავიდან როდესაც ვერ ვიკლებდი ენდოკრინოლიგთან მივედი, რომელმაც ანალიზები გამაკეთებინა, ანალიზები არეული მქონდა, რამაც დამირეგულირა პრობლემები და დავიწყე წონაში კლება. გურმანი ვარ და მეც მიყვარს კეთება და როდესაც რამეს ვაკეთებ, მეც ვსინჯავ რა თქმა უნდა. 9 კილო ნახევარი დავიკელი, მაგრამ შემდეგ წონა გამეყინა. შემდეგ გავიგე პრეპარატის შესახებ, ეს არის კანქვეშა ინექცია, რომელიც ინიშნება დიაბეტის დროს. მე სრულიად არაექიმურად მოვიქეცი, რასაც დღეს ძალიან ვნანობ. ორი თვე ვიკეთებდი და საოცარი შედეგი მქონდა. მომენტალური კლება დავიწყე. მაგრამ ყველაზე ასე არ არის, დედაჩემი იკეთებს, მაგრამ გრამი არ აქვს დაკლებული. განაგრძეთ კითხვა