თურქული კინოს ულამაზესი ვარსკვლავი ქართული ფესვებით და მისი ურთულესი გზა წარმატებამდე - მშობლები

თურქული კინოს ულამაზესი ვარსკვლავი ქართული ფესვებით და მისი ურთულესი გზა წარმატებამდე

2023-05-14 20:28:18+04:00

შერიფ სეზერი დღეს თურქული კინოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მხცოვანი ვარსკვლავია, რომელიც კვლავ წარმატებით თამაშობს კინოში.

1943 წელს დაიბადა თურქეთის ქალაქ მუდანიაში. მას ქართული, ლაზური ფესვები აქვს, მამის მხრიდან. საკმაოდ მძიმე პირობებში ცხოვრობდა ბავშვობაში, უმცროსი და დიფტერიით გარდაეცვალა და მშობლებიც მალე გაიყარნენ.

სკოლაში დაკომპლექსებული ბავშვი იყო, საკმაოდ მაღალი ტანისა და გამორჩეული გარეგნობის გამო. ასევე პრობლემებს უქმნიდა სახელი შერიფი - სკოლაში "ქალაქის შერიფს" ეძახდნენ. მოგვიანებით, როცა საფრანგეთში აღმოჩნდა, გარკვეული პერდი იქ შერიფის ნაცვლად შერიც კი დაირქვა.

mv5bzji5og-1684082452.jpg

საკმაოდ ტრადიციულმა მამობილმა სკოლიდან მალე გამოიყვანა და ჭრა-კერვის კურსებზე შეიყვანა. შერიფმა გადაწყვიტა, მშობლიური ქალაქი დაეტოვებნა და სწავლა გაეგრძელებინა. ამ განზრახვაში დედამაც აუბა მხარი, მათ მთელი შეთქმულება მოიფიქრეს: შერიფმა დედის დახმარებით შერიფმა განათლება მიიღო, ქალთა ინსტიტუტში ჩააბარა და წარჩინებით დაამთავრა, მერე კი ანკარის სახელმწიფო თეატრში მოხვდა, ოჯახის წევრების უკმაყოფილების მიუხედავად.

შემდეგ გათხოვდა კიდეც და ქმართან ერთად პარიზში გაემგზავრა, სადაც მისი მეუღლე პოლიტიკურ მეცნიერებებს შეისწავლიდა. დროებით თეატრის მიტოვება მოუწია და პარიზში თავი რომ ერჩინა, კერვა დაიწყო მოდის სახლებისთვის.

366x218-serif-sezer-kimdir-1516177551655-1684082469.jpg

პარიზში დიდხანს არ გაჩერებულა - ახალგაზრდა თურქი გაიცნო, რომელთანაც რომანი გააბა და პარიზიდან თურქეთში მასთან ერთად დაბრუნდა, ქმარსაც გაეყარა...

1971 წელს გაჰყვა ცოლად აზმი არნას. კარგა ხანს ოფიციანტად მუშაობდა სტამბოლში და მხოლოდ 1980 წელს შედგა მისი დებიუტი კინოში, სრულმეტრაჟიან ფილმში. დებიუტს მალე მოჰყვა მისი აღიარება, მთავარი როლები სრულმეტრაჟიან ფილმებში და სერიალებში, ასევე თამაშობს თეატრში.

turq3-1684082513.jpg

turq4-1684082513.jpg

ჰყავს ქალიშვილი დენიზ არნა, რომელიც ასევე მსახიობია.

turq5-1-1684082514.jpg
შვილთან ერთად

მსახიობი ცოლ-შვილი, ლექტორის ამპლუა ორ უნივერსიტეტში და საყოველთაო აღიარება - ყველაზე მკაცრი ბაბუს ნამდვილი ცხოვრება

როგორ იქცა ეკრანული წყვილი ნამდვილ წყვილად და როგორ ჩადგა მშვენიერი გოგონა მეგობრებს შორის
მე და ჩემს ქმარს შვილი არ გვინდა და ამის გამო ყველა გვკიცხავს... - ულამაზესი თურქი მსახიობი, რომელიც ოპერის მომღერლობას აპირებდა
სასტიკი ქმრისა და დამონებული ცოლის რეალური ცხოვრება