ნანუკა გოგიჩაიშვილი მეორე გოგონას დედა გახდა - "საუკეთესო საჩუქარი, რაც შეიძლებოდა მიმეღო..." - მშობლები

ნანუკა გოგიჩაიშვილი მეორე გოგონას დედა გახდა - "საუკეთესო საჩუქარი, რაც შეიძლებოდა მიმეღო..."

2023-05-15 08:51:47+04:00

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე, ბიზნესმენი ნიკოლოზ ნაყოფია, აივი-ნიკოლის შემდეგ, კიდევ ერთი გოგონას მშობლები გახდნენ. წყვილი ძირითადად ამერიკაში ცხოვრობს და იქვე იმშობიარა ნანუკამ:

"საუკეთესო საჩუქარი, რაც შეიძლებოდა მიმეღო დედების დღეს, ორი ულამაზესი, უკეთილესი, უჭკვიანესი გოგოს დედობაა..."

347013499-947925406407325-3926095590148238035-n-1684211587.jpg

ნანუკამ მეორე გოგონას ავა დაარქვა.

mshob-1684211449.jpg

აივი ნიკოლს აგვისტოში ორი წელი უსრულდება, თუმცა დედა მის ფოტოებს არ ასაჯაროებს: "ვერ ვხედავ აუცილებლობას ან საჭიროებას. ჯერ პანდემია იყო და ყველა დაძაბული და განერვიულებული იყო. ახლა ომია და საერთო ფონზე ძალიან მოქმედებს. პლუს ამას, ინტერნეტი არის სივრცე, სადაც ხშირად გაუაზრებლად და დაუმსახურებლად იქნება ეს ადამიანი თუ უსულო საგანი, მაგალითად, მომატებული ბრინჯის ფასი:) არ მინდა, ხელოვნურად შევქმნა რაღაც სიტუაცია. ინტერნეტსივრცეში თუ არ დავდებ პატარას ფოტოს, ამით არც ერთს არაფერი მოგვაკლდება. ჯერ ასე ვგრძნობ თავს. მოგვინდება - დავდებთ, არც ეგაა გამორიცხული. ამაზე ამხელა ყურადღების გამახვილება არ მგონია ნორმალური", - წერდა ცოტა ხნის წინ, შესაბამისად, ავას ფოტოებსაც არ გაასაჯაროებს.

mshob1-1684211477.jpg

nanuka.jpg

თეკლა ჟვანია